Pages

ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავე:


ქილაში ვაწყობ ცალკე პატარა თავებად დაშლილ კომბოსტოს, სტაფილოს დაჭრილს, ბულგარულს თესლგამოცლილს შუაზე გაჭრილს, პატარა მოგრძო პამიდორს, პიკულის კიტრს, დაფნას, წითელ წიწაკას, შავი პილპილის მარცვლებს, ნიორს. ვაკეთებ მარილწყალს ნადგამი წყლით 1ლ წყალზე 1 სავსე სუფრის კოვზი მარილი. ქილას თავზე მარლას ვაფარებ რამდენიმე პირს 3-4 დღეში დუღილს როცა დაიწყებს, გადმოვასხავ მარილწყალს და ვადუღებ, ცხელ-ცხელს ვასხამ ქილაში ჩაწყობილ პროდუქტებს. პლასტმასის თავსაფარს ვახურებ და ვინახავ. ლამაზიცაა და ძალიან გემრიელიც

ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ, ჩავაწყოთ ჭურჭელში ფენა-ფენა. კომბოსტო, დაჭრილი ჭარხალი, დაჭრილი სტაფილო,ნიორი( მე ამასაც ვჭრი),დაფნის ფოთოლი,ცოტა ნიახური, კამა, წითელი მწარე წიწაკა და დავასხათ მარილწყალი, რომელიც ცოტა მლაშეა. თუ წითელი არ გინდათ, ჭარხალი არ უყოთ.  ხრენის ფოთოლი კი ამაგრებს,განსაკუთრებულად კიტრის მწნილს უხდება


თუ მალე მინდა დამჟავდეს ძმარს და ოდნავ შაქარს ვამატებ და ტბილს ვასხავ მარილწყალს

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze