Pages

სოკოსმომზადების ვარიანტები


3 კგ. სოკო
5 კვერცხი
წიწმატი, ქინძი - 2-2 კონა
პიტნა და ტარხუნა - თითო კონა
ხახვი - 5-6 მოხრდილი ხახვი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
ბლომად კარაქი (ნუ დაინანებთ ცხიმს, რაც მეტი აქვს, მით უფრო გემრიელია)
მემარხულეებს შეუძლიათ ისარგებლონ მცენარეული ერბოთი და კვერცხი არ გაუკეთონ.

სოკო დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ წყალი ისე, რომ მოადგეს და ვხარშოთ, სანამ არ დაშრება, შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ბლომად კარაქი ან ერბო და ვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ მწვანილი და შევაზავოთ მარილ-პილპილით, როცა სოკო მზად იქნება, მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი და რამოდენიმეჯერ ამოვურიოთ.

ჟულიენი

ხახვს ვშუშავ, ვამატებ დაჭრილ ახალ სოკოსშეიძლება შუშვისას დაამატო ცოოოტა კონიაკი - არომატს აძლევს. შემდეგ ვდებ ქოთანში, ვასხამ არაჟანს ისე, რომ სოკოს მასას ნახევრამდე მოადგეს, ვაყრი გახეხილ ყველს და ჰაიდა გახურებულ ღუმელში შესაბრაწად!

სოკოს კუჭმაჭი

მოვხარშე სოკო (მგლის ხროვა ქვია, ისე სხვა სახელიც აქვს და რომ გავიხსენებ, დავწერ), დავჭერი პატარა კუბიკებად და მოვშუშე. ცალკე გავაკეთე ასეთი ნაზავი:
დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაფხვნილი ხმელი ქონდარი, გატარებული ნიგოზი, ცოტა ანადუღარი წყალი, მარილი, პილპილი. ეს ნაზავი სქელი ფაფის მასასავით უნდა იყოს, ძაან არ გაათხელოთ, რადგან სოკო ისედაც ცოტა წყლიანია და მერე ძაან წყლად არ წავიდეს.
ავურიე ეს მასა ჯამში გადმოღებულ სოკოს, დავახურე თავზე და გავაჩერე მაცივარში რამდენიმე საათით (რომ კარგად გაუჯდეს არომატები).
ამ სოკოს რომ მოხარშავ, ნამდვილი ღვიძლი გეგონება და გემოთიც ძაან წააგავს ხორცს. რომ არ მცოდნოდა, რომ სოკოსგან გავაკეთე, ვერც მივხვდებოდი, რომ ხორცის კუჭმაჭი არ იყო.

ერთ ღამეში დამარინადებული სოკო

1 კგ. სოკო,გავრეცხოთ და თუ დიდი ზომების არის გავჭრათ
125 მლ.ზეთი
125მლ.ძმარი
4 კბილი ნიორი(დანაყილი)
10 ცალი სავი პილპილის მარცვალი
10 ცალი სურნელოვანი პილპილი(душистого перца )
2-3 ცალი მიხაკი
2 ჩ.კ. მარილი
4 ჩ.კ. შაქარი
5 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ს.კ. ქინძის თესლი

ყველაფერი მოვათავსოთ ქვაბში და წამოვადუღოთ 3 წუთით,ჩავყაროთ სოკო,ვადუღოთ 5 წუთი თავდახურული+თან ვურიოთ ყოველ 1 წუთში ერთხელ.
გადმოვდგათ ცეცხლიდან,გადავიტანოთ შუშის ქილაში,გავაგრილოთ და მაცივარში დავივიწყოთ მთელი ღამით.
მშვენიერი დამარინადებული სოკო გარნირად გამოვიყენოთ,ან სულაც არაყზე მივაყოლოთwink.gif

პ.ს. მე ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკაც დავუმატე.

სასწრაფო წესით და განსაკუთრრებით, თუ სოკოს სალათისთვის მინდა:
სოკოს ვხარშავთ 5 წუთი (განაყინს ვადუღებთ 2-3 წუთი), გადავავლებთ ცივ წყალს და დავყრით საწურზე.
ადუღებულ წყალში, რომელშიც გახსნილია მარილი, შაქარი, მოთავსებულია შავი პილპილი და ბაჰარი მარცვლებში, ვხარშავთ სოკოს, სანამ წყალი დაიწმინდება, ანუ 15-20 წუთი. ვაწყობთ ქილებში, ვასხავთ თავის წყალს და ძმარს. შეგიძლიათ ერთი დღის შემდეგ გამოიყენოთ, შეგიძლიათ დატოვოთ, რომ კარგად გაუჯდეს.
თუ ამას სალათისთვის ვაკეთებთ, მაშინ მარინადიდან ამოწურულ სოკოს ვჭრით, ვაყრით დაჭრილ მწვანე ხახვს, ვუმატებთ ძმარსა და ზეთს გემოვნებით.ასევე უხდება ცოტაოდენი დაჭრილი კამა
1 ლ წყალზე 1.5-2 ს/ კოვზი მარილი (მარილს ზეპირად არ ვენდობი, რადგან ხანდახან სიმლაშე აკლია, ამიტომ გემოთი ვსინჯავ)
1 ს/კოვზი შაქარი
6-7 ცალი შავი პილპილი
4-5 ცალი ბაჰარი
მიხაკს არ ვუკეთებ, რადგან სპეციფიურ რკინის გემოს აძლევს და არ მიყვარს
1 დაფნის ფოთოლი
1 ს/კოვზი ძმარი
სალათისათვის ძმარი და ზეთი უკვე დამატებით, გემოვნებით გაუწყეთ. მწვანე ხახვის ნაცვლად შეიძლება ჩვეულებრიბი ხახვი დავჭრათ რგოლებად და ის გამოვიყენოთ

ასე კარგი გამოდის "სიროეჟკების" ნებისმიერი სახეობა, "მაკრუხა" და განსაკუთრებით "მასლიატა"

ხის სოკო http://forum.ge/?f=82&showtopic=34200905&st=1050


ხის სოკოს ხელით ვჩეჩავ
ხახვას ვჭრი და ზეთის+კარაქის ნაზავში ვშუშავ.ვაყრი სოკოს ვაგრძელებ შუშვას(მე არ ვხარშავ ქამა სოკოს და ხის სოკოსაც).
ვაგდებ დაფნის ფოთოლს,ვაყრი შავ პილპილს,მარილს და სოიოს სოუსს გემოვნებით,ძმარსაც უშვრებიან ოდნავ(მე მომწონს),ოდნავ ნიორი დანაყილი და ცოცხალი დაჭრილი ქინძი. ცოტა+სოიოს სოუსს ვამატე cota pitna adzlevs pikantur gemos

მასლიატა სოკო http://forum.ge/?f=82&showtopic=34040442&st=1470

ეს სოკო ძალიან კარგია შემწვარი ასეთი წესით - დაყრი ცხელ ტაფაზე ფეხებით ზევით, უცხიმოდ, დაახურავ თავზე და როცა სითხე გამოუვა, მერე ახდი. მოაყარე მარილი, სითხის დაშრობის შემდეგ დაუმატე კარაქი და შებრაწე. ამ სოკოს კარაქი უფრო უხდება. ასე შეგიძლია ნებისმიერი სოკო შეწვა.
მარინადი - სოკოს ჩაყრი მდუღარეში და 10-15 წუთი ადუღებ. შემდეგ ამოწურავ და ცივ წყალს გადაავლებ. დავდგავთ ახალ წყალს, რომელსაც გავუწყობთ მარილს დაახლოებით 1 ლიტრზე 1,5 ს/კოვზი, რამდენიმე დაფნის ფოთოლი. პილპილისა და ბაჰარის მარცვლები და რომ ადუღდება, ჩავყრით სოკოს. ვხარშავთ წყლის დაწმენდამდე, დაახლოებით 15-20 წუთი. ქილებში ამოვიღებთ სოკოს ქილის 2/3-ზე, ჩავუდებთ ნივრის კბილს, დავაფარებთ კარგად გარეცხილ მუხის ფოთლებს, რომელიც ობისაგან იცავს, ჩავამატებთ ძმარს - 1 ლიტრიან ქილაზე 1ს/კოვზი, 2ლიტრიანზე - 2 ს/კოვზი. შევავსებთ სოკოს ნახარში მარილ-სუნელებიანი წყლით და პლასტმასის სახურავებს გავუკეთებთ. სტერილიზაცია სახლის პირობებში არ არის მიზანშეწონილი და ასე უსაფრთხოა.

ჰო, ქუდები შეგიძლია არ მოხსნა, მაგრამ სოკო ლორწოვანია და არ შეგაშინოს. ძალიან გემრიელია, უხდება კიდეც






წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze