Pages

ტკბილი წიწაკა ნიგვზით


1 კგ ბოსტნეულს სჭირდება დაახლოებით 150გ ნიგოზი. დანარჩენი ყველაფერი - გემოვნების მიხედვით.
ტკბილი, მოგრძო მწვანე წიწაკები მდუღარე წყალში ჩავყაროთ და ერთი-ორი წამოვადუღოთ ისე, რომ არ ჩაიხარშოს და კარგად მოიწალოს. შევუდგათ გამდინარე წყალს და მერე საწურზე მოვათავსოთ. მსუბუქათ გავწუროთ ისე, რომ წიწაკები არ დავაზიანოთ.
ცალკე დავნაყოთ რამდენიმე კბილი ნიორი, ნიგოზი, მარილი, მწვანე მწარე წიწაკა, ცოტა მდუღარეში გავხსნათ, რომ აფუვდეს ნიგოზი, დავამატოთ ძმარი და ფრთხილად შევაზილოთ წიწაკებს სათითაოდ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze