Pages

ყაბაყის ტარტი ყველით


8 კვერცხი
1 ხახვი
2 საშუალო ყაბაყი
100 გრამი გახეხილი ყველი
100 გრამი შებოლილი ყველი
სუნელები გემოვნებით 

ყაბაყი - ხახვი - ნიორი - გავხეხოთ სახეხზე წვრილად და მოვშუშოთ ტაფაზე შეწითლებამდე
მე ტაფაზევე ზეთზე დავყარე სუნელები გემოვნებით და ისე მოვშუშე ეს ყველაფერი

ამასობაში ავთქვიფე მიქსერით 8 ცალი კვერცხი 
გავხეხე ყველი იმერული ამჯერად და შევათქვიფე კვერცხს

შებოლილი ყველი არ მქონდა და ზემოდან დასაწყობად გამოვიყენე სულუგუნი 

ავიღე შუშის ფორმა და ჩავასხი ყველიანი კვერცხი - ნახევარი და გადავანაწილე მთლიან ჭურჭელზე მოშუშული ყაბაყი
და ზემოდან ისევ მოვასხი კვერცხი და ბოლოს შემოვალაგე სულუგუნი

შევაცხვე ჯერ მაღალ ცეცხლზე აირღუმელში და ცოტა ხანში დავუწიე ბოლომდე რომ კარგად შებრაწულიყო


წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze