Pages

სოკოს+ბადრიჯნის სალათი


1 ქილა დაჭრილი დაკონსერვებული სოკო (ცოცხალი მთლად უკეთესი)
2 საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი ბადრიჯანი
3 თავი ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი
3 სავსე ს/კ არაჟანი
1-2 ს/კ პურის ფქვილი
მშრალი პიტნა, პროვანსის მწვანილების ნაკრები (ძრითადად შეიცავს ორეგანოს, თავშავას, როზმარინს და რეჰანს + კიდევ ორი სახეობის მწვანილი. შეგიძლიათ გემოვნებით რეჰანი კიდვ დაუმატოთ), შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
ზეთი - მოსახრაკად
წვრილად დაჭრილი 1 კონა ქინძი.
2-3 ს/კ თეთრი ღვინო

ხახვს ვყრით საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში, ვასხამთ ზეთს და ვაყრით მარილს და პილპილს, ერთი-ორჯეჯრ მოვურევთ და დავუმატებთ ბადრიჯანს, დავასხამთ ნახევარ ჭიქა წყალს, დავაფარებთ თავსახურს და შიგადაშიგ მოვურევთ.
ბადრიჯანს კარგად რომ გაუჯდება წყალი და ზეთი, სითხეს გადმოვასხამთ პატარა ჭურჭელში და შევინახამთ. ვაგრძელებთ თუშვას, ვუმატებთ სოკოს და მშრალ მწვანილებს, როდესაც ბადრიჯანი მზად იქნება, დავასხამთ სოუსს: შენახულ წვენში ვხსნით ფქვილს და არაჟანს და ვასხამთ ქვაბში, თან ვურევთ შემდეგ ვუმატებთ ღვინოს, რომ ჩაიშრობს (სულ ცოტა უნდა დარჩეს წვენი), დავაყრით ქინძს, წამოვურევთ და გადმოვდგამთ ცეცხლიდან.

smile.gif



წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze