Pages

პრასის გრატანი ლორით


მასალად:
3 თავი დიდი პრასი - თუ ქართული 15 ძირი მაინც
4 ნაჭერი მოხარშული ლორი
ყველი თავზე მოსაყრელად - ნებისმიერი ჰოლადიური, ემანტალის ტიპის
 
+ ბეშამელი:
 
1 ჩაის კოვზი კარაქი
რძე რამდენსაც მოითხოვს
2 სუფრის კოვზი ფქვილი
მარილი
მუსკადის კაკალი
 
ჩართე ღუმელი 200 გრადუსზე
 1. - დაჭერი პრასი და ჩაყარე მდუღარე, მარილიან წყალში. აქ ასეთი უზარმაზარი პრასებია. დიდ პრასი 10-15 წუთში იხაშება. ქართული თქვენ უკეთ გეცოდინებათ
 2. დაიწყე ბეშამელი. დაბალ ცეცხლზე დაადნე 2 სუფრის კოვზი კარაქი - მე მარილიანი ავიღე  და ამ შემთხვევაში მარილი აღარ დამიმატებია - დაუმატე 2 სუფრის კოვზი ფქვილი. ურიე და არ მიატოვო. არ უნდა შეწითლდეს.
3. აქ დაუმატე ცივი რძე. კარგად ამოურიე რომ არ დაკურკუტდეს. დაახლოებით ერთი ჭიქა რძე უნდა ჩაუმატო, ან ცოტა მეტი. სისქის მიხედვით. 10 წუთი მაინც უნდა. 
 4 . მოახეხე მუსკადის კაკალი გემოვნებით. ერთია - ბევრი თუ მოგივიდა მუსკატი ყველა სსხვა გემოს გადაფარავს. აუცილებლად გასინჯე და ისე იმოქმედე. უყავი მარილიც და გადმოდგი. თუ კურკუტები აქვს - გადაწურე, ვის არ მოსვლია.
 6. აიღე ნახევარი ლორის ნაჭერი, ხელში კარგად გადაწურე პრასი და გაახვიე.
როგორც ხედავ, ცოტა პრასი მქონდა და ნახევარი ადგილი ცარიელი დამრჩა :პ
 
 მოასხი ბეშამელი მოახეხე ყველი და აცხე შეწითლებამდე.მერე მიირთვი გემრიელად - თითებს დააკვნეტ ისეთი გემრიელია. სალათის ჭამაც არ დაგავიწყდეს, ხილიც დააყოლე და ესეც შენი დაბალანსებული კვება.

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze