Pages

კარტოფილის გრატანი დოფინუა


მასალად:

800 გრამი კარტოფილი კარტოფილი
ერთი თავი ხახვი
ორი კბილი ნიორი
მუსკატის კაკალი
300 მლ. არაჟანი
300 მლ. ცხიმიანი რძე
მარილი და პილპილი

დავჭრათ კარტოფილი მრგვალ, თხელ ნაჭრებად და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ არაჟანი და რძე და წამოვადუღოთ. დავუკლოთ ცეცხლს და გავაჩეროთ 10 წუთი. ფრთხილად იყავი, კარტოფილი ძირზე არ მიგეწვათ. მერე გადავიტანოთ გრატანის ფორმაში - ფენა ფენად - მოვაყაროთ მარილი, შავი პიმპილი, ცოტა (!) მუსკატის კაკალი მოვაფქვიოთ, მოვაჭრათ ხახვი, მე ნახევარ ხახვს ხელში ვიჭერ და ვათლი ზედვე. დავჭყლიტოთ ნიორი და ეგრე გავიმეოროთ ბოლომდე. ბოლო ფენა მარტო კარტოფილი უნდა იყოს. თავზე შეგიძლია მოაყარო რომელიმე ჰოლადიური ყველი, ან სულაც სულგუნიც არ აწყენს. მე ფრანგულ ემანტალს ვწყალობ. შედგი 180 გრადუსზე და აცხვე მანამ, სანამ თავი არ მოიბრაწება. ფრთხილად, რძე რომ ადუღდება შეიძლება გადმოიღვაროს, ამიტომ გაითვალისწინე და ღუმელის ქვედა სართულზე რამე დაუხვედრე. თორემ მიიწვავს  თავი რომ დაიბრაწება, მზადაა.
 ძაან გემრიელია, ძაან ძაან, ყველანაირ მშრალ ხორცეულს უხდება - კატლეტებზეც წავა, სოსისზეც, ბურგინიონზეც, სოუსზეც

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze