Pages

ჟულიენი


500გრ.სოკო (ქამა სოკო და ხის სოკო გამოვიყენე)

650 მლ.ნაღები 25% და ზევით (რძეც შეიძლება მაგრამ, ნაღებით უფრო გემრიელია )

3 ს.კ. ფქვილი

თუ რძეს იყენებთ, ფქვილის მოსახალად 2 ს.კ.კარაქი დაგჭირდებათ

მუსკატის კაკალი გემოვნებით

თეთრი პილპილი ან თუ არ გაქვთ შავი გემოვნებით

ხახვი 2 თავი

300 გრამამდე ყველი (გაუდა საუკეთესოა ჟულიენში)
მომზადების წესი
ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად, სოკოც იჭრება საშუალო ზომაზე და იშუშება ორივე ცოტა ზეთში , საშუალო ცეცხლზე.

კარაქში მოვხალოთ ფქვილი, კაკლის სურნელი უნდა აუვიდეს :) მერე ცოტ-ცოტა დავასხათ ნაღები, შევანელოთ მუსკატის კაკლით (ფრთხილად მძაფრია!) პილპილით და მარილით (ნაღები ტკბილია და მოითხოვს ცოტა მეტ მარილს), მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ.

მოვათავსოთ პატარა პორციულ ჭურჭელში პორციულად სოკო (თუ მთლიან ჭურჭელში ამზადებთ მაშინ მთლიანად მოათავსეთ სოკოს მასა).

ყველი დავხეხოთ, გავყოთ შუაზე და ნახევარი სოკოს შევურიოთ, დავასხათ ნაღების სოუსი(ბეშამელი), მოვაყაროთ ზემოდან დანარჩენი ყველი და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე ზედაპირის ლამაზ ფერის მიღებამდე (15-20 წუთით).

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze