Pages

მუსაკა ყვავილოვანი კომბოსტოთი (Karnibahar Musakka)


500გრ. შერეული ფარში
1 კგ. ყვავილოვანი კომბოსტო
1 თავი ხახვი
2-3 ცალი გრძელი ტკბილი წიწაკა(წითელი,მწვანე)
1 ს.კ. პაპრიკა
1 ს.კ. ტომატ პასტა
2 ცალი პამიდორი(დაჭრილი)
4 კბილი ნიორი
ცხარი დაფქვილი წიწაკა გემოვნებით
1 ჩ.ჭ. ბულიონი,ან წყალი
მწვანილები(ოხრახუში,კამა)
2-3 ს.კ.ლიმონის წვენი
მე მოხარშული ბრინჯიც დავამატე და ლიმონის წვენის სანაცვლოდ მწვანე ზეთის ხილი ვიხმარე.
პ.ს.
რადგან თურქული კერძია ფარშს იყენებენ ცხვრისას ან საქონლის.
მე გამოვიყენე შერეული.
მომზადების წესი
ვშუშავთ ხახვს და დაჭრილ ნიორს+ტკბილ წიწაკებს.
ვამატებთ ფარშს და ტომატ პასტას+პაპრიკას,ვაგრძელებთ შუშვას.
ვაყრით დაჭრილ პამიდორს,ვანელებთ მარილით და ცხარე წიწაკით,ვასხავთ წყალს ან ბულიონს.
დავყოთ ყვავილოვანი კომბოსტო პატარა თავებზე და დავაყაროთ ზემოდან,მოვაყაროთ მწვანილები და ზეთის ხილი.
დავუწიოთ ცეცხლს,დავაფაროთ სახურავი და ასე მოვამზადოთ 30 წუთის განმავლობაში კიდე(ფაკტიურად კომბოსტო ორთქლზე მომზადდება).
ბოლოს ამოურიოთ ფრთხილად ,გამოვრთოთ ცეცხლი და გავაჩეროთ 10 წუთის განმავლობაში.
თეფშზე გადმოვიღოთ ,მოვასხათ მაწონი და მივირთვათ.

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze