ქათმის ღვიძლები არაჟნის სოუსით
ცხელ ტაფაზე დაყარე მარილსა და სუნელებში (მე მხოლოდ ხმელი ქინძი გამოვიყენე, და მშრალი აჯიკა, ცოტა დაფქვილი პილპილი) "ამოსვრილი" ღვიძლი და მოშუშე ცოტა ცხიმში და თავისსავე წვენში, როცა შეატყობ, რომ მზადაა, დააყრი რგოლებად დაჭრილ ხახვს, კიდევ შუშავ, მოაყრი პურის ფქვილს დაახლოებით ერთ ათავიანებულ სუფრის კოვზს, კიდევ შუშავ, ბოლოს მოასხამ არაჟნის სოუსს (არაჟანი+ცოტა წყალი+ოდნავ მარილი). ცოტა ხანში უკვე მზადაა, ძალიან გემრიელია .