Pages

ქათმის ფილე სოკოს სოუსში 'Chicken Marsala'


4 ცალი ქათმის გულმკერდის ფილე (თუ ძალიან სქელია, შუაზე გაჭერით და ისე დაბეგვეთ)
• 0.5 კგ სოკო (ქამა სოკო შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ)
• 1 ჭიქა შავი ღვინო (იტალიელები მარსალას იყენებენ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ქართული შავი ტკბილი ღვინო გამოიყენოთ)
• 4 სუფრის კოვზი ფქვილი (ნაწილი ფილეს ამოსავლებად, ნაწილი სოუსისთვის)
• 1 ჭიქა ქათმის ბულიონი ან წყალი ( თუ სოუსი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ წვენი)
• 50 გრ კარაქი ან ზეთი შესაწვავად
• ცოტა ქინძი

• მარილი და პილპილი

• გავჭრათ ქათმის ფილე შუაზე (თუ სქელია), მოვაყაროთ მარილი და პილპილი და დავბეგვოთ ორივე მხრიდან
• ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ 2-2 წუთი ორივე მხრიდან ისე რომ გარედან მოიბრაწოს ოდნავ
• ამოვალაგოთ შემწვარი ფილეები ცალკე ლანგარზე
• იმავე ტაფაში ჩავყაროთ დაჭრილი და გასუფთავებული სოკო, თუ ცხიმის დამატებაა საჭირო, დაუმატეთ
• მოვბრაწოთ დაახლოებით 3 -4 წუთი, ისე რომ ჩარბილდეს
• დავასხათ ღვინო, ბულიონი, რომელშიც ფქვილია გახსნილი და წამოვადუღოთ
• ჩავაწყოთ ქათმის ფილეები იმავე ტაფაში და დავტოვოთ დაახლოებით 5-6 წუთი
• მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და თუ საჭიროა ცოტა მარილი და პილპილი
• მიირთმევენ კარტოფილის პიურესთან ან პასტასთან ერთად

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze