Pages

ქათმის ფილე დამარინადებული მწვანე სოუსში


ოხრახუში ქინძი, ქონდარი და შაშკლავი წავა, არა მგონია კამა მოუხდეს... შეიძლება ამ მწვანილების დაბლენდერება და ზეითუნის ზეთში არევა და ცოტა სოიოს სოუსის ჩAმატება და ამ სუბსტანციაში ქათმის დამარინადება (+მარილი პილპილი და ცოტა ნიორი), 

ფილეს ნაჭრებს ვათავსებ ტაფა-გრილზე, რომელსაც ცოტა ზეითუნს ვუსმევ რომ არ მიიკრას, შეწვის პროცესში ვუმატებ ვურჩესტერის სოუსს, არაჩვეულებრივ არომატს აძლევს ქათამს და ენითაღუწერელი სუნი დგება სამზარეულოში... ქათამი კარგად რომ შეიწვება მერე თხელ ნაჭრებად ვჭრი და დიდ თეფშზე ვათავსებ... თუ დრო მაქვს, ბროკოლის, სტაფილოს და კარტოფილის ნაჭრებს ორთქლზე ვამზადებ (ძალიან მოხარშული არ უნდა იყოს, შეიძლება რომ ბროკოლი 2 წუთი ჩავდოთ ადუღებულ წყალში და მერე უცებ ყინულიანში გადავიტანოთ 1 წუთით და სიმწვანეს ინარჩუნებს და ძალიან ხრატუნაა), ამ ორთქლზე მომზადებულს ვურევ გამდნარ კარაქვს, და ვაყრი ახლადაფქულ შავ პილპილს და მარილს... თუ დრო არ მნაქვს, საყინულიდან ვიღებ გაყინული ბარდისა და პატარა სტაფილო ნაზავს (იყიდება პარკებში), ცხელ წყალს ვავლებ, ვწურავ და მასაც გამდნარი კარაქით და პილპილ-მარილით ვკმაზავ...

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze