Pages

ქათამი ბროწეულში


მოკლედ, საშუალო ზომის (წონით 1 კგ და 300 გრამი) გაწმენდილი, გარეცხილი ქათამი დავჭრათ (მთლიანადაც შეიძლება, მაგრამ მე ასე ვარჩიე). ცალკე გავარჩიოთ ორი ცალი ბროწეული, გამოვწუროთ 200 გრამი წვენი, ამ წვენს შევურიოთ 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, მარილი, წიწაკა (თქვენი გემოვნებით შეაზავეთ). ბროწეულის წვენი მოვასხათ ქვაბში მოთავსებულ ქათმის ნაჭრებს და თავდახურული მოვათავსოთ მაცივარში ერთი ღამით (4 სთ მინიმუმ). შემდეგ ამოვიღოთ ქათმის ნაჭრები, მოვაყაროთ 3-4 ცალი საშუალო ზომის ხახვი დაჭრილი ალყა-ალყად და შევწვათ ფოლგაში შეფუთული ღუმელში. შეწვის ბოლოს გავხსნათ ფოლგის ზედაპირი, კოვზით მოვასხათ გამოსული წვენი ნაჭრებს ზემოდან და თავი მოვუბრაწოთ. მზადყოფნის შემდეგ მორჩენილი ბროწეულის მარცვლებიც მოვაყაროთ ცხელს.

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze