Pages

ქათმის ფილე პომიდვრის ჩირით და ბეკონით - Cooking Therapy


ავითოთ 4 ფილე (ან გაყინული იყიდეთ, ან გაუყინავი. ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება). გავჭრათ სიგანეზე ისე რომ მთლად ორი ნაწილი არ გამოვიდეს, სამუშაო დაფაზე დავაფინოთ ვიჩინის/ბეკონის ორი თხელი ნაჭერი, დავადოთ ხორცი და ხორცზე დავაწყოთ პომიდვრები ან შებოლილი ყველი, ან ორივე ერთად. გადავახვიოთ რულეტივით და ხის ჩხირები ჩავარჭოთ რომ არ გაიხსნას.გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე, დავაწყოთ ჩვენი ხორცუკები ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და მოვამზადოთ (30-40 წუთი დასჭირდება). ბეკონი უნდა დაიბრაწოსსაწებელის მომზადება : ჩავასხათ პატარა ქვაბში 3-4 კოვზი ზეთი და დავაყაროთ 2 წვრილად დაჭრილი ხახვი, 4 ფურცელი წვრილად დაჭრილი ბეკონი ან ვიჩინა, ვშუშოთ ნელ ცეცხზე, დავამატოთ 7-8 ცალი მსხვილად დაჭრილი სოკო, 250 მლ. არაჟანი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გადმოვდგათ ცეცხლიდან.

როცა ჩვენი ხორცი უკვე მზად იქნება, ავიღოთ საწებელა და მოვასხათ, შევდგათ ღუმელში და დავტოვოთ 10 წუთი.გარნირად მოვამზადოთ ბრინჯი ან კარტოფილი, მოვასხათ ცოტა საწებელა - ძირითადად მშრალი მასა სოკოების სახით. და 

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze