Pages

ქათმის ტეფტელები სოკოს სოუსში


ფარში:
200 გრ. ბრინჯი
500 გრ. ქათმის ხორცის ფარში
1 თავი ხახვი
1 კვერცხი
ცოტა ოხრახუში და ქინძი
პილპილი, მარილი
1 ნაჭერი დამბალი პური



სოუსი:
1 თავი ხახვი
200. გრ ქამა სოკო
1.ს.კ. ფქვილი
150 მლ. წყალი
4.ს.კ. ნაღები
100 გრ. გაუდა (ჰოლანდიური ყველი)
მომზადების წესი

ფარში:

ბრინჯს დავასხათ მდუღარე, თავზე დავაფაროთ და გავაჩეროთ 15 წუთი. ფარშში შევურიოთ გატარებული ხახვი, პური, მწვანილი, კვერცხი, მარილი, პილპილი გემოვნებით და ბოლოს ბრინჯი. გავაკეთოთ პატარა ბურთულები და შევწვათ ზეთში. ჩავაწყოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.

სოუსი

1 თავი ხახვი მოვთუშოთ კარაქში, დავამატოთ 200 გრ. დაჭრილი ქამა სოკო, დავახუროთ თავზე და მოვთუშოთ. დავამატოთ 1 ს.კ. ფქვილი, ნელ-ნელა დავამატოთ 150 მლ.წყალი, 4 ს.კ. ცხიმიანი ნაღები და 100 გრ. დახეხილი გაუდა (ან ნებისმიერი მსგავსი ტიპის ყველი).

შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და გავაჩეროთ 1 საათი.

სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze