Pages

ქათმის ჩახოხბილი გურულად


ვხრაკავთ მსუქან ქათამს ბლომად ხახვში (მუხრანის ქათამს არ უნდა მოხარშვა, ნამდვილ დედალს თუ იშოვით, მოხარშეთ და ბულიონი გადაწურეთ, ცალკე შეინახეთ). ხახვი რომ გაოქროსფერდება და ქათამიც თითქმის მზად რომ არის, ამ დროს 3–4 გახეხილ პამიდორს ვამატებთ, კიდევ ვშუშავთ დაბალ ცეცხლზე და ვასხამთ ნიგვზის სოუსს – დაბლენდერებული ნიგოზი, ყვითელი ყვავილი, ხმელი და ცოცხალი ქინძი, ნიორი. თუ ბულიონი გვაქვს, ბულიონზე ვაკეთებთ, თუ არა და – წყალში ვხსნით ამ ყველაფერს. ერთი–ორი დაფნის ფოთოლი, და ბოლოს – ძმარი. წიწაკა–მარილი გემოვნებით.
საცივს ჰგავს, მაგრამ მე ეს უფრო მეგემრიელება.
თუკი ქათამს ცხიმი აკლია, აუცილებლად კარაქი დაუმატეთ და არა ზეთი.
ჰო, მეორე დღეს თუ დარჩა ჩახოხბილის წვენი და ხორცი შემოგაკლდათ, გურულები კვერცხს აწყობენ, რომელიც ასე მზადდება – მდუღარე მარილწყალში პირდაპირ ჩატეხავთ კვერცხებს, ხის კოვზით ნელა ამოურევთ და 7–10 წუთი ხარშავთ მომზადებამდე. ერთად სამზე მეტი კვერცხი არ იხარშება.
კვერცხით მთლად სასწაულია.

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze