Pages

ფარშირებული ქათამი ჩამირინადებული


აიღებ დიდ ქათამს, 2-2.5 კგ და ერთი დღე დაამარინადებ სანელებლებიან წყალში: 1ლ წყალზე 1 ს.კ მარილი, ცოტა დარიჩინი, ანისის ვარსკვლავი, 1-2 მიხაკი, ცოტა გახეხილი მუსკატი, ფორთოხლის- ლიმონის რამდენიმე ნაჭერი. ამ არომატების რაოდენობა განსაზღვრე იმის მიხედვიტ თუ რამდენად გიყვარს თითოეული, შეგიძლია მოაკლო ან დაამატო რამე. ასე ხორცი აიღებს გემოს, მერე კარგად გაამშრალე შიგნით-გარედან და ფრთხილად ააძვრე კანი მკერდის და ბარკლების მიდამოში, სულ კი არ მოაძრო, არამედ სივრცე რომ გაჩნდეს, მაგრამ კანი არ დააზიანო. მაგ სივრცეში შეაზილავ დარბილებულ კარაქს და გარედან ხელით კარგად გადაანაწილებ.
ეხლა სატენი: მე გამოვიყენე გაყინული ცოცხალი ქლიავი და კომში, შეგიძლია ქლიავის ჩირით შეცვალო. ცოტა კარაქში მოშუშავ დაჭრილ ქლიავს ან ჩირს, კურაგას, ქიშმიშს, კომშს, ვაშლიც შეგიძლია, ისეთი ჯიშის, ძალიან რომ არ ჩაფლავდეს, ცოტა მაგარი. დაამატებ დაჭრილ ფორთოხალს, კანიანს(თუ კანი არ გინდა მოაცალე, რა პრობლემაა) ცოტა ლიმნის წვენს, ბოლოს დარჩინს გემოვნებიტ და კარდამონს. შეურევ 100-150 გ მოხარშულ ბრინჯს და 1-2 ჩ.კ შაქარს.
ქათამს მარილს წაუსვამ შიგნით გარედან და გამოტენი ამ სატენით, ჩხირებით შეუკარი მუცელი, ფრთებიც ჩხირებით მიამაგრე რომ არ გაიშალოს შეწვისას, ფეხებიც დაუმაგრე ძაფით ან ჩხირებით.ზემოდანაც მოასხი ცოტა ლიმნის ან ფორთოხლის წვენი და შეწვი ღუმელში 200 გრადუსზე ჯერ ფოლგის ქვეშ, მერე კი დაბრაწე. პერიოდულად ასხი თავისივე წვენი ზემოდან.

 

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze