Pages

ქათმის კოტლეტი


1 ქათამი მოხარშული
1 ხახვი დაჭრილი ან გახეხილი
2 კბილი ნიორი
1/2ჭ დაჭრილი პამიდორი ან კონსერვის
1/2ჭ ოხრახუში დაჭრილი
4ს.კ. ზეითუნის ზეთი
3ს.კ. ფქვილი
250გ ქათმის ნახარში
1 კვერცხი
საფანელი
მარილი

პილპილი

ვხარშავთ ქათამს, ვანთავისუფლებთ ძვლებისგან (ნახარშს არ ვაქცევთ).

მერე დავძიძგნით ხელით პატარა ნაჭრებად და მოვათავსებთ ჯამში.

ს.კ ზეითუნის ზეთში ვშუშავთ ხახვს და ნიორს. ვამატებთ პამიდორს, ოხრახუშს, მარილს და პილპილს.

ერთ ქვაბში ვაცხელებთ დარჩენილ ზეითუნის ზეთს და ვამატებთ ფქვილს. ვურევთ 1' ,ვამატებთ ქათმის ნახარშს და ვურევთ სათქვეფით გაუჩერებლად სანამ არ გასქელდება.

მიღებულ. ასე ვთქვათ მსუბუქ ბესამელს ჩავასხამთ ჯამში, სადაც ქათამი გვაქვს. ვამატებთ კვერცხს და კარგად ამოვურევთ.

ვაჩერებთ მაცივარში 1საათი მაინც (გახსოვდეთ რომ ცივი უფრო კარგად იღებს ფორმას).

ვიღებთ კვერცხის ზომა მასას და ამოვაგორებთ თეფშზე დაყრილ საფანელში.

კატლეტებს ვწვავთ გახურებულ ცოტა ზეთში ორივე მხრიდან სანამ ფერს არ მიიღებენ.

გადმოგვაქვს გამწოვ ქაღალდზე და ვაჩერებთ ცოტა ხნით, რომ დაიწუროს ზედმეტი ზეთისგან.

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze