Pages

საშობაოდ ფარშირებული ინდაური


ინდაურს ჩვეულებრივად ვწმინდავთ და ვამზადებთ: გამიქსერებული კარაქი + ცოტა მარილი + ხმელი და ნედლი სუნელი (რაც გინდათ ქონდარი, ძირა და ქინძი) და ეს კარაქი ჩავუდოთ ინდაურს კანქვეშ (უკანა ჭრილსა და ბარკალს შორი ხელით ჯიბესავით გაუკეთეთ) და მერე ზემოდან ხელის გადასმით გაიშლება მთელ ინდაურზე. შიგნიდან ინდაურს ჩვეულებრივად მარილი და წიწაკა წავუსვათ.
ფარში: ინდაურის, ქათმის, ღორის და საქონლის ღვიძლი ძალიან წმინდად დაკეპილი + 3 კვერცხი+ რძეში დამბალი ორცხობილა (გაწურეთ ხელით) + ინდაურის ცხიმშივე მოთუშული ხახვი + მანქანაში გატარებული ნიგოზი, თხილი, ან კანგაცლილი ნუში + გარეცხილი ქიშმიში + დაჭრილი შავი ქლიავის და გარგარის ჩირი + მარილი + პილპილი + ჯავზი + მიხაკი + ბალსამიკო (ან უბრალოდ ღვინის ძმარი)
ამ ფარშიდან გავაკეთოთ პატარ-პატარა გუნდები და ამოვავსოთ ინდაური ისე რომ არ გავჭედოთ სასუნთქი უნდა დავუიტოოთ ამიტომაა ეს გუნდები საჭირო. ამოვკეროთ და ფეხები შევუკრათ
თასში ჩავაწუროთ 1-2 ფორთოხალი + 1 ლიმონი + ნუშის რძე (ეს შეიძლება სხვა რამით შეიცვალოს, მაგალითად რომელიმე ტკბილი თეთრი ღვინით ) და ეს წვენი გადავუსვათ ინდაურს. ღრმა ტაფაზე დავაწყოთ ვაშლები, კომში, მაგარი მსხალი, კარალიოკი ... მოკლედ რაც გინდათ ... ამაზე დავაბრძანოთ ინდაური და შევდგათ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და პერიოდულად ციტრუსიანი წვენის გადასხმით ვწვათ 2-3 სთ...
მზა ინდაურს ძაფი ამოვაძროთ, მწვანეთი მოფენილ ლანგარზე გადავითანოთ და გარშემო "ხილეულობა" შემოვუწყოთ.
სოუსად ძალიან უხდება გახეხილი მოცვი ან წითელი შტოში მთელ - მთელები გასაფორმებლადაც საუკეთესოა

გემრიელი ინდაური რომ გამოგივიდეს ჯერ უნდა ჩააბასტურმო მაქსიმუმ 2 დღით ნუ მინიმუმ ერთი ღამით...
ასე ხორცი ნაზი და უფრო არომატული გამოდის.
მარინადი დაახლოებით ასეთი:
წყალი+მარილი+მდოგვი+.შავი პილპილი+ნივრის ფირფიტები+თაფლი 2-3 ს.კ.(ამის ნუ შეგეშინდება)+ფორთოხალი (ჩააწურე წვენი და დანარჩენი დაჭერი და ჩაყარე წყალში-მარინადში.
ჩადე ინდაური მთლიანად რომ დაიფაროს წყალში და დაელოდე
ზოგი დარიჩინს ამატებს ნუ ეს გემოვნების საკითხია.

მე სატენს ასეთს გაუკეთებდი:
ან ნახევრად მოხარშული ბრინჯი+შავი ქლიავით+მოშუშული სტაფილოთ კარაქში
ან ბრინჯით და სოკოთი+მოშუშული კარაქში+ზემოდან ინდაურს მაიონეზის+არაჟნის და სუნელების ნაზავს გადავუსმევდი.

3 კგ.-3,5 კგ. ინდაურზე დაახლოებით 250გრ.ბრინჯს იტევს. დანარჩენი გემოვნების და ფანტაზიის საკითხია

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze