Pages

ლაბა – სხმული “კვერცხი ფაბერჟე"


მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
10 ცალი კვერცხის ნაჭუჭი, ჟელატინი – 20 გრ., ქათმის ბულიონი – 1,5-2 ჭიქა, ლორი – 150-200 გრ., დაკონსერვებული სიმინდის მარცვალი ან მწვანე ბარდა – 0,5 ქილა, ბულგარული წიწაკა – 1-2 ცალი, ოხრახუში.

მომზადების წესი:
ქათმის სუპის ნაკრებისგან მოვხარშოთ ბულიონი, დავუმატოთ მარილი. ჟელატინი ჩავალბოთ გაციებულ ბულიონში, გავაჩეროთ 1 – 2 საათი გაღვივებამდე. დავდგათ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გადნება (არ უნდა ადუღდეს).

კვერცხი გავრეცხოთ,გავამშრალოთ, ძირი გავუხვრიტოთ დანის წვერით 1,5 – 2 სანტიმეტრამდე. შიგთავსი (ცილა და გული) გამოვადინოთ. ცარიელი კვერცხის ნაჭუჭები გავრეცხოთ საპნიან – სოდიან ხსნარში და გავავლოთ გამდინარე წყალში. კვერცხის ნაჭუჭთან უფრო მოხერხებულად რომ ვიმუშაოთ ჩავდოთ სპეციალურ კვერცხის ფორმაში. ლორი დავჭრათ ნაჭრებად, მწვანე ბარდა ან სიმინდის მარცვლები გავწუროთ. ბულგარული წიწაკა დავჭრათ კუბებად (უფრო ლამაზი გამოვა თუ წიწაკები სხვადასხვა ფერის იქნება). კვერცხის ნაჭუჭის ფსკერზე დავდოთ ბულგარული წიწაკის ნაჭრები და მწვანილის ფოთლები. ზემოდან რიგრიგობით მოვათავსოთ ლორი, სიმინდის მარცვლები, წიწაკა, მწვანილის ფოთლები და ამგვარად ამოვავსოთ კვერცხის ნაჭუჭის თავისუფალი სივრცე. დავასხათ ბულიონი – მასში გამდნარი ჟელატინით. კვერცხები დავდგათ გრილ ადგილას და ვაცალოთ შესქელება. სუფრასთან მიტანამდე კვერცხის შიგთავსს მოვაცილოთ ნაჭუჭი და გადმოვიღოთ თეფშზე. “კვერცხი ფწაბერჟე” ასევე შეგვიძლია მოვამზადოთ საქონლის ენისგან ან ქათმის ხორცისგან.

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze