Pages

საცივი


1 ც ინდაური, 500 გრ ნიგოზი, 200 გრ თავი ხახვი, ნიორი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, ღვინის ძმარი, ქინძი, მარილი - გემოვნებით.
გარეცხილი, მომზადებული ინდაური ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე, ამოვიღოთ ბულიონიდან და შევწვათ (იხ. წინა რეცეპტი).
ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ქინძი, ზაფრანა კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ბულიონით, დავამატოთ ღვინის ძმარი და ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში.
წვრილად დაჭრილი თავი ხახვი მოვათავსოთ ტაფაზე, დავამატოთ ბულიონის ცხიმი, ვშუშოთ 5-8 წუთის განმავლობაში და გადავიტანოთ მდუღარე საცივში.
შემწვარი, ცხელი ინდაური დავჭრათ, ნაჭრები ჩავალაგოთ შესაბამის ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე საცივი.

კაი მოსული და ჩასუქებული ინდოური ჯერ მოვხარშოთ, მერე შევბრაწოთ.
500 გ ხახვი წვრილად დავჭრათ და ბულიონის მოხდილ ცხიმში მოვშუშოთ.
ნიგვზის მასა სჯობს თანამედროვე ტექნიკის მიღწევებით გავამარტივოთ biggrin.gif, ანუ 500 გ ნიგოზი გავატაროთ რამდენიმეჯერ 2 მოზრდილ კბილ ნიორთან ერთად, ავურიოთ მარილი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, წმინდად დაფქვილი მიხაკ-დარიჩინი, სულ ცოტა ყვითელი კოჭა, წითელი წიწაკა და ვზილოთ ზეთის გამოხდამდე. ზეთი გადავიღოთ ჭიქაში, ნიგვზიანი მასა მოშუშულ ხახვთან ერთად ნელ-ნელა გავქნათ ბულიონში და როცა არჟნის სისქეს მიაღწევს, დავაბლენდეროთ სულ ცოტა ხნით, რომ ნაზ მასად იქცეს და საცერზე გატარება არ დაჭირდეს. მერე ვუმატებთ ბულიონს და საცივს სასურველ სისქეზე ვაყენებთ. თუ ბულიონი არ გეყო, ადუღებული წყალი დაამატე, ქვაბში ვაწყობთ ინდაურის ნაჭრებს და ვასხამთ წვენს, ხშირი მორევით ნელ ცეცხლზე წამოვადუღოთ. როცა გაცივდება, დავკრათ ცოტა ძმარი. ძმართან ფრთხილად!
სანელებლები გემოვნებით უნდა გაუწყო. მიტანის წინ მოვასხათ ნიგვ ზის ზეთი.
საცივის თაიგული ყველაზე რთული შესარჩევია და ამიტომ პრაქტიკა სჭირდება, ასევე ნიგოზს მე თვალით ვიღებ და ხახვსაც. ხელს რომ გაიჩვევ, მიხვდები. ხმელ ქინძს არ ვუკეთებ, რადგან ხარჩოს გემოზე მიყავს.

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze