Pages

ქათმის ფილე ზღვის პროდუქტებით


ქათმის ფილე
ზღვის პროდუქტების მიქსი ( პოპულში იყიდება პლასტმასის ჭურჭელში - კალმარები, კრევეტები, რვაფეხები და ცოტა მიდიებიც არის.)
2-3 სუფრის კოვზი თეთრი ღვინო
მარილი
ნიორი
ლიმონი
შავი წიწაკა
ზეთი
გახეხილი გაუდა ან ედამერი

ქათმის ფილეს ვჭრი ( ოღონდ ბოლომდე არა) და თხელი მართკუთხედი ნაჭრების ფორმას იღებს. ოდნავ ვსერავ. ვაყრი მარილს, 1კბ დანაყილ ნიორს, ვასხამ 1 ლიმნის წვენს და ვაწუწავ ზეთს. 1-2 სთ- ით ვდგამ მაცივარში. ზღვის პროდუქტებსაც ასევე 1/2 კბ ნიორი და თეთრი ღვინო. კოვზით ვათავსებ ქათმის დამრინადებულ ნაჭრებზე ზღვის პროდუქტებს, ვახვევ და ვამაგრებ ხის ჩხირებით. მაღალ ცეცხლზე , ღუმელში, 15 წუთიც საკმარისია. გამოღების წინ ვაყრი გახეხილ ყველს და 2-3 წუთით ისევ ვაბრუნებ რომ მოიბრაწოს. უგემრიელესია ნებისმიერ სალათთან ერთად.

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze