გემრიელი ინდაური რომ გამოგივიდეს
უნდა ჩააბასტურმო მაქსიმუმ 2 დღით ნუ მინიმუმ ერთი ღამით...
ასე ხორცი ნაზი და უფრო არომატული გამოდის.
მარინადი დაახლოებით ასეთი:
წყალი+მარილი+მდოგვი+.შავი პილპილი+ნივრის ფირფიტები+თაფლი 2-3 ს.კ.(ამის ნუ შეგეშინდება)+ფორთოხალი (ჩააწურე წვენი და დანარჩენი დაჭერი და ჩაყარე წყალში-მარინადში.
ჩადე ინდაური მთლიანად რომ დაიფაროს წყალში და დაელოდე
ზოგი დარიჩინს ამატებს ნუ ეს გემოვნების საკითხია.
მე სატენს ასეთს გაუკეთებდი:
ან ნახევრად მოხარშული ბრინჯი+შავი ქლიავით+მოშუშული სტაფილოთ კარაქში
ან ბრინჯით და სოკოთი+მოშუშული კარაქში+ზემოდან ინდაურს მაიონეზის+არაჟნის და სუნელების ნაზავს გადავუსმევდი.
3 კგ.-3,5 კგ. ინდაურზე დაახლოებით 250გრ.ბრინჯს იტევს. დანარჩენი გემოვნების და ფანტაზიის საკითხია