Pages

გუმბაო Kung Pao (Gong Bao)


ბოსტნეული:

ხახვი - 1 პატრა ბოლქვი;

პრასი - 1 ღერო (სურვილისამებრ);

წითელი ბულგარული - 300 გრ (2 ცალი);

კოჟეტი (ან ყაბაყი) – 1 ცალი;

მწვანე ხახვი - 4 ან 5 ცალი;


საწებელი:

სოიოს სოუსი - 1 სადილის კოვზი (თუ მსუბუქია - 2);

შაქარი - 1 ჩაის კოვზი;

ცხარე წითელი წიწაკა - 1 ცალი;

კარტოფილის სახამებელი - 1 სადილის კოვზი;

თევზის სოუსი - 1 სადილის კოვზი - ჩაანაცვლეთ 1 ჩიას კოვზი ღვინის ძმრით;



ქათმის ფილე - 2 ცალი (400 გრ)

ან მარხვისას ყვავილოვანი კომბოსტო - 400 გრ;

(შეიძლება ორივე ერთადაც);



მიწის თხილი - 50 გრ; თუმცა ქეშიუ უფრო მიღებულია; განსაკუთრებით ამ კერძის სხვა ვარიანტებში.



ზეთი - მიწისთხილის, შესაწვავად;

მარილი - გემოვნებით.

ჯანჯაფილი - 4 სმ. სიგრძის ძირი;

ნიორი - 2 კბილი.



ინვენტარი: ვოკი, ან ფართე, მაღალგვერდებიანი ტაფა.
მომზადების წესი

ამ კერძის თავისებურება არის ის, რომ როცა შეწვას დაიწყებთ - ყველა ინგრედიენტი უკვე დაჭრილ-გამზადებული უნდა გქონდეთ.

პირველ რიგშჳ ამზადებთ საწებელს და მასში აწყობთ მოზრდილ ლუკმებად დაჭრილ ქათამს, ან ყვავილოვან კომბოსტოს, ან ორივეს ერთად;

გაითვალისწინეთ, როცა მხოლოდ კომბოსტოთი ამზადებთ - ჩასაბასტურმებლად საჭიროა 3-4 საათი, 1 ღამეც; ქათმის ხორცისთვის, კი 1 საათიც საკმარისია.

ბოსტნეულის მომზადება: ხახვის ბოლქვი იჭრება წვრილად; ბულგარული, კოჟეტი და პრასი ლუკმის ხელად;შეწვა:

პირველ რიგში, გახურებულ ტაფაზე იყრება თხილი და იხალება. გადაიტანეთ რაიმე ჯამში;

შემდეგ ტაფაზე დაასხით ზეთი და ჩაყარეთ ჯანჯაფილი და ნიორი; ჩაუშვით ხახვი, 2 წუთში დააყარეთ სხვა ბოსტნეულიც (ყვავილოვანის გარდა); ბოსტნეული სანახევროდ უნდა ჩაითუშოს, სანახევროდ უნდა შეიბრაწოს;

შემდეგ ეს ბოსტნეულიც გადმოიღეთ ტაფიდან, სადღაც 4-5 წუთი საკმარისია შეწვისთვის;

ტაფას დაამატეთ ზეთი და ჩაუშვით ქათამი და ყვავილოვანი შესაწვავად; პროცა ერთი მხრიდან გათეთრდება, ცოტა წყალი დაახით, სანახევროდ რომ დაფაროს და გადაატრიალეთ ყვავილოვანი (ან ქათამი).. როცა უკვე თჳთქმის მზად არის, დააყარეთ ბოსტნეულიც, მიწისთცილიც და მოურიეთ;

მარილი , წიწაკა, სოიოს საწებელი ეძლევა გემოვნებით;

ამ კერძს სითხე უნდა ჰქონდეს ოდნავ, არც უნდა ცურავდეს და არც მშრალი არ უნდა იყოს;

მზა კერძი სუფრასთან მიიტანეთ მიიტანეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვით (მწვანე ხახვის ნაწილი შეგიძლიათ კერძშიც მოთუშოთ, თჲ მოგწონთ თავისთავად. საერთოდ, ჩინელები, მწვანე კიტრსაც თუშავენ და როგორც სხვა, ისე ამ კერძშიც უშვებიან, თუმცა, ჩვენ გემოვნებაში ნაკლებად ჯდება, ამიტომ კოჯეტი/ყაბაყი კარგია კიტრის ჩასანაცვლებლად). ასევე, თუ გექნებათ, ჩინური კომბოსტოც ძალიან უხდება.სუფრასთან ასევე მიიტანეთ მოხარშული ბრინჯი და თუ არ დაგეზარებათ, აი ეს სალათიც მოუმზადეთ -კიტრის ცხარე სალათი.

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze