Pages

ქათმის ფლოვი (თურქული რეცეპტით)


- 400 გრ ქათმის მკერდი
- ხახვი 2 თავი
- ნიორი 2 კბილი
- მწვანე ბულგარული 1 ც
- პომიდორი 3ც (250 გრ)
- ბულიონი 2.5 ჭიქა
- გრძელი ბრინჯი 250-300 გრ
- ზაფრანა 3 ჩ.კ.
-ძირა 1 ჩ.კ.
- შავი წიწაკა, მარილი, ზეთი, ოხრახუში.
ზეთში მოშუშავ წვრილად დაჭრილ ხახვს ტაფაში, 2 წთ-ში დაამატებ პატარა კუბიკებად დაჭრილ ქათმის ხორცს. მაღალ ცეცხლზე შეაწითლებ 5 წთ-ით და დაამატებ წვრილად დაჭრილ ბულგარულს, ნიორს და კანგაცლილ პომიდორს. მალევე დაუმატებ ცხელ ბულიონს (ან 1 კუბიკი გალინა ბლანკა გახსენი 2.5 ჩ.ჭ. წყალში) + ზაფრანა+ ძირა. ჩაყრი ბრინჯს და ცეცხლს დაუწევ. წვენი რომ ჩაუშრება წყალს უმატებ შიგადაშიგ. ბრინჯი რომ მოიხარშება დაუმატებ მარილს, შავ წიწაკას და წვრილად დაჭრილ ოხრახუშს. თუ დააკლდება ძირა ან ზაფრანა ჩაუმატე ცოტა.

წყარო  ბეჭდვა


ქათმის კერძები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze