Pages

ორაგულის კულიბიაკი


500 გრ ფენოვანი ცომი
4-5 მოხარშული კვერცხი
600 გრ ორაგულის ფილე (მთლიანი ან ნაჭრები)
200 გრ ბრინჯი
1-2 თავი ხახვი
1 კონა ოხრახუში

მარილი, პილპილი

წინასწარ დავამარინადოთ თევზი ლიმონის წვენსა და პილპილში.

ბრინჯი მოვხარშოთ და გავაგრილოთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში და გადავურიოთ ბრინჯი, შევაზავოთ მარილით, პილპილით და დაჭრილი ოხრახუშით.

ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ფორმაში, ფენებად დავალაგოთ ბრინჯი, ორაგულდა მრგვალად დაჭრილი კვერცხი, მოვაყაროთ ცოტა მარილი.დავადოთ მეორე ფენა ცომი და თავზე მოვუსვათ ათქვეფილი კვერცხი.

შეგვიძლია მოვაყაროთ კუნჟუტი (სეზამი).

გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი (თქვენს ღუმელს გააჩნია)

ბოლოს ჩავურთოთ გრილი, რომ თავი კარგად მოებრაწოს.ნგრედიენტებში შეიძლება ისპანახის დამატებაც, რომელსაც წინასწარ მოთუშავთ რამდენიმე წუთით. უხდება მწვანე ხახვიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქინძი. თევზი შესაძლებელია შეცვალოთ სურვილისამებრ, განსაკუთრებით უხდება პანგასიუსის ფილე

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze