ტილაპია კრევეტებით, სოუსში
თევზის ფილე – 4 ცალი, ანუ 2 ტილაპია;
კრევეტები, დარჩეული – 15 ცალი;
კარაქი – 50 გრ;
ზეითუნის ზეთი – 1 სადილის კოვზი;
ლაიმი - 1 ცალი.
კამა – 2-3 ტოტი, სურვილისამებრ.
მასალა სოუსისათვის -
თეთრი ღვინო – 100 მლ.ლ;
არაჟანი ან ნაღები – 100 გრ;
ლაიმი – ½ წვენი;
ჯანჯაფილი – 1 სმ სიგრძის;
ნიორი – 1 კბილი;
კარაქი – 50 გრ;
თევზის სოუსი – 1 სადილის კოვზი (ჩაანაცვლეთ მარილით, გემოვნებით);
ინვენტარი – 1 ტაფა; ასევე ჭურჭელი ღუმელში შესადგმელად.
მომზადების დრო: 30 წუთი.
გაახურეთ ტაფა და დადევით კარაქი და ზეთი, როგორც გადნება დააწყვეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი თევზიც. მოასხით ნახევარი ლაიმის წვენი.შებრაწეთ ორივე მხრიდან, მაგრამ ტაფაზე დიდხანს არ გააჩეროთ, გამოშრება და გამაგრდება. 3-3 წუთი თითო მხრიდან საკმარისია. შემწვარი თევზი გადაიტანეთ თეფშზე;ამავე ტაფაზე დააწყვეთ კრევეტებიც და მოასხით ლაიმის წვენი,როგორც კი ერთი მხარე შეუვარდისფერდება – გადააბრუნეთ. მეორე მხრიდანაც შეწითლდება და გადმოიღეთ. საჭიროა მაქსიმუმ 3 წუთი;ამავე ტაფაზე მოამზადეთ სოუსიც. თუ თევზისგან ტაფას ნადები გაუჩნდა – ქაღალდის ხელსახოცით მოწმინდეთ და შემდეგ დადევით სოუსითვის განკუთვნილი კარაქი. მუქმა ნადებმა რომ არ "გააფუჭოს" სოუსი ვიზუალურად;
მაშინვე დაყარეთ წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი და ნიორი;
ერთი-ორი მორევის შემდეგ დაასხით ღვინო და ასევე 1 წუთში დაამატეთ არაჟანი, ლაიმის წვენი და თევზის სოუსიც;
ურიეთ, თან დაბალ ცეცხლზე გქონდეთ, 3-4 წუთში გაწურეთ საწურზე, რომ მხოლოდ წვენი დარჩეს;
ღუმელში შესადგმელ თუჯის ან თიხის ტაფაში (თუჯი ჯობია) ჩააწყვეთ შემწვარი თევზის ფილე და კრევეტები, მოასხით სოუსი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე 5 წუთით.
მზა კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.ეს კერძი მოვამზადე ახალ კარტოფილთან და მწვანე სალათასთან ერთად.
თუ კალორიებს უფრთხით, მაშინ სოუსის გარეშე მიირთვით, სხვებს კი სოუსით გაუმასპინძლდით;
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1061 ტილაპია მჟავე კიტრის წვენით
ღუმელში მომზადებული თევზი ლიმნით http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=864