კალმახი ცომში გულსართით
ცომისთვის:
400გრ.ფქვილი
200გრ.ცივი მარგარინი ან კარაქი
4-5ს.კ.მაწონი ან არაჟანი
0,5ჩ.კ.მარილი
1 ცალი კვერცხი
გულსართისთვის:
მოზრდილი კალმახი(ან თევზის ფილე)
200გრ.სულგუნი
1 ცალი პამიდორი
ლიმონი
რამოდენიმე ნაჭერი კარაქი(სურვილის მიხედვით და თუ თევზი უცხიმოა)
მაიონეზის და აჯიკის ნარევი თევზის გარშემო წასასმელად.
ფქვილი გავცრათ+მარილი.
ცივი კარაქი დავჭრათ კუბიკებად.
კვერხი გავთქვიფოთ და ცივ მაწონს შევურიოთ.
ფქვილზე დავყაროთ კარაქის ნაჭრები და დანით დავკეპოთ მარცვლოვან მასამდე(არაა აუცილებელი ერთგვაროვანი კროშკის მიღება).შევაკეპოთ მაწვნის+კვერცხის მასა.მთავარია შეერთდეს მასა და გადავიტანოთ პარკში,აქ უკვე ხელით მივცეთ ცოტა მომრგვალო ფორმა.შევდგათ მაცივარში დასასვენებლად 30 წუთით.(ასე ცომის წინასწარ მომზადება შეიძლება და 2 დღით მაცივარში შენახვა).
თევზსს გადავუსვათ მარილი+პილპილი და მაიონეზ+აჯიკის მასა.
გულში ჩავუდოთ ყველის ნაჭრები,პამიდვრის და ლიმონის თხელი რგოლები.
ცომი გავყოთ ორად.
ერთი გაშლილი ნაჭერი გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე ,მოვაყაროთ საფანელი(სუხარი)თუ გვაქვს...დავადოთ თევზი.
მეორე ცომის ნაჭერი გავშალოთ და გამოვჭრათ რგოლები(ფარფლები).
1 ცალი კვერცხი გავტეხოთ ,გავყოთ ცილაზე და გულზე.
ცილის მასა გადავუსვათ რგოლის უკანა მხარეს და ისე ავაწყოთ თევზის ზედაპირი(ერთმანეთზე გადავდოთ,ფარფლების ეფეკტის მისაღებად).ბოლოს თავთან გამოვჭრათ ცომის ნაჭერი,მივცეთ თევზის თავის ფორმა,დავადოთ თვალი :) და მთლიან თევზსს გადავუსვათ კვერცხის გული+1ჩ.კ.რძე.
გამოვაცხოთ 170გრადუსზე შეწითლებამდე :)
დამატებითი ინფორმაცია
მივირთვათ ნებისმიერ სოუსთან ერთად.