Pages

შრიმპები კრევეტები გარნელი


1კგ. გასუფთავებული შრიმპი
50გრ. ზეთი
7ც. ნივრის მოზრდილი კბილი
ოხრახუში 1 შეკვრა, თუ გრძელ ღეროიანია, მაშინ10 ღერი საკმარისია, თუ არა- ცოტა მეტი.
1 თავი ხახვი (shallots ) (შეგიძლიათ მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი გამოიყენოთ)
1ჩ.კ. chili powder
მარილი, პილპილი, მწარე წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი

ტაფაში ან ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი, დაჭრილი ოხრახუში და გარჩეული შრიმპი (კუდის ბოლოები დაუტოვეთ ხელის მოსაკიდებლად).

შეწვით საშუალოზე მაღალ ცეცხლზე ხშირი მორევით.

შრიმპები როგორც კი გავარდისფერდება და მოიკაკვება, მზად არის.

შრიმპს დიდხანს მომზადება არ უხდება, მაგრდება და რეზინივით ხდება.

გარნირად უხდება მოხარშული ბრინჯი.

წვენს გამოყოფს საკმარის რაოდენობას, რომელსაც მოასხავთ ბრინჯს და ისიამოვნებთ.

შეგიძლიათ კიკომანის და ვასაბის ნარევის სოსი მოუმზადოთ.
დამატებითი ინფორმაცია
ეს რეცეპტი ფორუმელმა ვალლუნმა დადო კულინარიაში. მე ცოტა შევცვალე ინგრედიეტები. მის რეცეპტში, ნახევარ კილო შრიმპზე, დამატებით იყო 2ც. მწარე წიწაკა, 1ს.კ. პაპრიკა, ტაბასკოს რამდენიმე წვეთი, არ იყო ხახვი. რადგანაც ჩემს შვილებს ძალიან უყვართ შრიმპი, მე ასეთი მწარე არ გავაკეთე. ცნობისთვის-შრიმპს უხდება სიმწარე.

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze