Pages

სპაგეტი ზღვის პროდუქტებით


200-300 გრ. ზღვის პროდუქტების ასორტი (კრევეტი, კალმარი, მიდიები, რვაფეხა)
• 1/2 ჭიქა თეთრი ღვინო•
1 თავი ხახვი
• 200მლ ნაღები(არ ქონის შემთხვევაში არაჟანი)
• 1/2შეკვრა სპაგეტი
• 1/2 კონა ოხრახუში

• ხმელი ბაზილიკი, პაპრიკა, პილპილი, მარილ

მოხარშეთ სპაგეტი წესისამებრ. პარალელურად, წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ტაფაზე, დააყარეთ გასუფთავებული ზღვის პროდუქტი და დაასხით ღვინო.

გააგრძელეთ შუშვა რამდენიმე წუთის განმავლობაში, ღვინო რომ განახევრდება, დაასხით ნაღები და დააყარეთ ბაზილიკი და პაპრიკა.

ყველაფერი კარგად გახსენით კოვზით და წამოადუღეთ. 3-4 წუთში გადმოიღეთ ცეცხლიდან და შეაზავეთ მარილით და პილპილით. ჩაყარეთ ამ სოუსში მზა სპაგეტი და კარგად ამოურიეთ. თეფშზე გადატანისას მოაყარეტ ოხრახუში.როგორც წესი, გაყინული ზღვის პროდუქტი უკვე მოხარშულია და ასეთ შემთხვევაში რამდენიმე წუთი საკმარისია მისი შუშვა. თუ უმი პროდუქტი გაქვთ გაზარდეთ მომზადების დრო.

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze