ბლინის ტორტი ორაგულით
- 10-12 ბლინი, საშუალო ზომის
- 150 გ კრემ-ყველი
- 2-3 ს.კ არაჟანი
- 200-250 გ მარილში გამოყვანილი ან შებოლილი ორაგული
- კამა
-
ერთმანეთში კარგად აურიეთ კრემ-ყველი და არაჟანი. შეგიძლიათ მხოლოდ კრემ ყველი გამოიყენოთ, მაგრამ რაოდენობა გაზარდეთ დაახლ.200 გრამამდე.
- ბლინს წაუსვით კრემ-ყველი, მოაყარეთ დაჭრილი კამა,შემდეგ დაალაგეთ სასურველ ზომაზე დაჭრილი ორაგულის ფილე, შემდეგ კვლავ ბლინი, კრემ-ყველი ,კამა და ორაგული. ასე გააგრძელეთ ბოლომდე