Pages

ქაშაყი (სელიოდკა)


ახალჩადებული, თითქმის უმარილო. თავები დავაჭერი, გამოვშიგნე და ერთი საათით ჩავდე წყალში, რომ რაც ჰქონდა, ის მარილიც გაეშვა. 1ლ წყალი + 4ს/კოვზი მარილი + 2 ს/კოვზი შაქარი მოვადუღოთ და გავაციოთ. ჩავამატოთ 4ს/კოვზი ზეთი, 1 ჭიქა ცივი რძე და დაჭრილი თევზი ჩავდოთ 6 საათით. თუ ქვირითი და ცხიმები აქვს, ის უფრო კარგი გამოდის.
6 საათის შემდეგ ამოვიღებთ და ემალის ან მინის ჭურჭელში ჩავაწყობთ. თან ჩავყაროთ ცოტა ქინძის თესლი, შავი პილპილის მარცვლები, ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკა და მოვასხათ ზეთი. მე დავასხი ზეითუნის და სიმინდის ნაზავი. ზეთი იმდენი, რომ მოადგეს. თავზე დავახუროთ და ერთი ღამე გამოვატაროთ. აი, მერე იწყება თავდავიწყება! მოხარშული კარტოფილი, კარაქიანი პური და ლიმონმოსხმული თევზი....

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze