Pages

'გარბუშა' თუნუქის ფურცელში გამოცხობილი


ნახევრად გამლღვალი თევზი გაწმინდე, ფხები გააცალე და შუაში ჩაჭერი, კანამდე, ანუ ხორცი განცალკევებული იყო
და კანს ეჭირა ერთად. ყველა მხრიდან დააყარე ცოტა მარილი და 'თევზის სუნელი', მოასხი გამოწურული ლიმონი და
რამდენიმე საათით დადგი დასაბასტურმებლად.ფორმაში ჩააფინე თუნუქის ფურცელი, გადაიტანე ზედ თევზი და შუაში დააწყვე რგოლებად დაჭრილი პომიდორი ზემოდან დააწყვე ზომიერად მარილიანი სულგუნის ნაჭრები და დააფარე თავზე თევზისავე მეორე ნაწილი (ბუტერბროდი გააკეთე ) გარშემო და ზემოდან შემოვულაგე დაფნის ფოთლები, სტაფილო, ბულგარული, ბროკოლი, ყვავილოვანი კარგად შეფუთე და დაახლოებით ნახევარი საათი აცხვე საშუალო ცეცხლზე. ცალკე მოხარშე ბრინჯი და მარილის გარდა არაფერი არ უნდა. თეფშზე ამოღების შემდეგ კი ზემოდან
დაალაგე გამომცხვარი ბოსტნეული.

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze