Pages

ორაგულის გრატენი


200გ მაკარონი
350გ წვრილად დაჭრილი ორაგულის ფილე
2 ბოსტნეულის კონცეტრირებული ბულიონი
1 დიდი კიტრი
100გ შებოლილი ლორი
6ც კვერცხი
200გ ნაღები
100გ გახეხილი ყველი
პილპილი, მარილი

მოხარშეთ მაკარონი ბოსტნეულის ბულიონიან წყალში და გადაწურეთ, ცალკე ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ლორი და გააცივეთ

შემდეგ შეურიეთ ათქვეფილ კვერცხში მაკარონი, გაციებული ლორი, წვრილად დაჭრილი კიტრი, გახეხილი ყველის 3/4

ჩაასხით ჯერ ნახევარი სილიკონის ფორმაში, დააწყვეთ ორაგულის ნაჭრები და დაასხით მეორე ნაწილი, ზემოდან მოაწარეთ დარჩენილი ყველი

შედგით წინასწარ 210° გახურებულ ღუმელში 25 წუთით

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze