Pages

ორაგულის რულეტი ისპანახით


400 გრ. ისპანახის ფოთლები (ერთხელ წამოვადუღოთ ისე რომ კარგი მწვანე და მკვრივი დარჩეს და ოდნავ დავწუროთ),
4 კვერცხი,
50 გრ. გაუდა,
200 გრ. "ქრიმჩიზი",
200 გრ. ორაგული,
ცოტა ლიმონის წვენი მოსასხურებად სურვილის მიხედვით
1. ავთქვიფოთ კარგად კვერცხის ცილა და შევათქვიფოთ გულები, შევურიოთ გახეხილი გაუდა, მარილი, წიწაკა, მე პიცის სუნელსაც ვამატებ და დაჭრილი ისპანახი. დავასხათ საცხობ ქაღალდზე და გამოვაცხოთ 10-15 წუთით 200 გრადუსზე.
2. გაგრილებულ ფირფიტას მთელ ზედაპირზე წავუსვათ "ქრიმჩიზი". დავაწყოთ ორაგულის თხელი ნაჭრები და მოვასხათ ცოტა ლიმონის წვენი (სურვილის მიხედვით).

3. გადავახვიოთ რულეტი და შევახვიოთ "ფოლგაში". 2 საათით მაინც შევდოთ მაცივარში. სუფრაზე მიტანისას დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით

ამ ფირფიტით ძალიან მსუქანი რულეტი გამომდიოდა და ზუსტადაც რომ ორად გავჭერი, მშვენიერი ორი რულეტი გამოვიდა
ორაგულს ვალაგებ მთლიანად, მაგრამ იცი როგორ თავში და ბოლოში რომ ცოტა ადგილები უნდა დატოვო, რომ როცა დაახვევ თევზი გარეთ არ გამოვიდეს და გარეთა ფენა უფრო გრძელი იყოს.

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze