Pages

თევზი შავი პურის ბალიშებზე


იღებ თხელ ლავაშს, უსვამ მაიონეზს, ალაგებ ზედ შავი პურის ნაჭრებს, მარილ-სუნელებმოყრილ თევზის ნაჭრებს (ორაგულის ფილე ჯობია ან რამე ისეთი კარგი, უფხო თევზი), მერე ახეხავ ან თხელ ნაჭრებად ადებ კარაქს, უმატებ გახეხილ ყველს, წინასწარ მოშუშულ დაჭრილ პრასს, ბროწეულის მარცვლებს. გადააფარებ თავზე მეორე ლავაშს, ლამაზად შემოუკეცავ, თავზე წაუსვამ ათქვეფილ კვერცხის გულს და შედგამ ღუმელში. თავი რომ მოებრაწება, მზადაა.
მართლა, ფორმას ძირზე ცხიმი წაუსვი და მთელი ეგ ოპერაცია უშუალოდ ფორმაზე ჩაატარე, თორემ ვერ გადაიტან მერე

მალე მზადდება, საშუალო ცეცხლი უნდა, რომ თევზმა შიგნით მოასწროს მომზადება

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze