Pages

კალმახი პორტუგალიური რეცეპტით


ორი კალმახისთვის დაგჭირდება: ზეითუნის ზეთი - ორი ლიმონი - მარილი - პილპილი - სამი კამა - ორი პომიდორი - ერთი ხახვი - ერთი კბილი ნიორი - ერთი ნაჭერი პურის დაფქული ორცხობილა - ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო

მოათავსებ კალმახებს ქურისთვის განკუთვნილ შუშის ჭურჭელში, ჩაუდებ მუცელში თხლად დაჭრილ ლიმონის რგოლებს ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ტოტ კამას, კარგად ჩააყრი მარილს და შავ პილპილს

შემდეგ თევზს გარედან მოასხამ ბლომად ზეითუნის ზეთს, დააყრი მარილს და პილპილს.

პომიდორებს გაჭრი შუაში მოაყრი მარილს, პილპილს, დაკეპილ ნიორს და ორცხობილას, დაასხამ ცოტა ზეითუნის ზეთს და შემოუწყობ კალმახებს გარშემო, დარჩენილ ლიმნის ნაჭრებთან ერთად
ასევე მოაყრი წვრილად დაჭრილ ხახვის რგოლებს, ცოტა დაკეპილ კამას, და ქვეშ ჩაუსხამ ღვინოს

შემდეგ შედგამ 200°-ზე გახურებულ ქურაში 45 წუთის განმავლობაში

მიტანის წინ დააყრი ახალი ლიმნის ლებნებს

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze