ჩახოხბილი მიდიები
ბლომად ზეთში მოვხრაკე მწვანე ხახვი, პრასი და ნიორი.
დიდ ქვაბში ჩავყარე 1 კგ. გაყინული მიდიების რბილობები და დავასხი 1 ბოთლი თეთრი მშრალი ღვინო, ჩავაგდე 6 კუბიკი ბოსტნეულის ბულიონი და დიდ ცეცხლზე ვადუღე ალკოჰოლის აორთქლებამდე.
დავუმატე 1 პეშვი ღერღილი (!!!) და ცოტა წყალი.
1 ქილა (400 გრ) დაკონსერვებული კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი.
წამოდუღების შემდეგ კი - 1 ქილა (350გრ) დაკონსერვებული სიმინდი.
ღერღილის მოხარშვის შემდეგ დავუმატე წინასწარ, რომ ზეთში მოვხრაკე ის მწვანე ხახვი, პრასი და ნიორი.
ცალკე თეფშზე მოვაყარე წმინდად დაჭრილი ოხრახუში და კამა.