Pages

ფარშირებული თევზი


კარპი, საზანი, კობრის ჯიშის თევზს ვასუფთავებთ, ვაჭრით თავს.გავაცალოთ კანი. კანგაცლილ ხორცს შეძლებისდაგვარად დავაცალოთ ფხები, დავკეპოთ დანით ან გავატაროთ მანქანაში. სულ ცოტა ფქვილი მოვაყაროთ, რომ ცოტა შეასქელოს მასა, 1კგ ფარშზე 1 ცალი კვერცხი შევაზილოთ, გავუწყოთ მარილი, პილპილი, იმბირი.კანები დავჭრათ და გავხვიოთ ფარში ისე, რომ გვერდები არ ამოვკეცოთ, ანუ დაჭრილი თევზის ფორმაზე.ასე თუ გაგიჭირდათ, შეიძლება თევზი ჯერ დაჭრათ და მერე გააცალოთ კანი, ასე უფრო მიხვდებით.
ქვაბის ძირზე თხლად აფენთ მრგვლად დაჭრილ ხახვს და სტაფილოს თხელ ნაჭერებს, მერე ერთი ფენა თევზი, მერე ისევ სტაფილო და ხახვი და ა.შ. ჩადეთ დაფნის ფოთოლი, ბაჰარის და პილპილის მარცვლები, მოასხით სუსტი მარილიანი წყალი ისე, რომ მოადგეს და არ დაფაროს, დაამხეთ თეფში და დაახლოებით 30 წთ იდუღოს ნელ ცეცხლზე. 
უგემრიელესია.

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze