Pages

ოქროს თევზი მარილში


ინგრედიენტები:

ოქროს თევზი (ერთ ადამიანზე 1 თევზი, თან გააჩნია სიდიდეს)
3-4 კგ მსხვილი მარილი
რამოდენიმე ტოტი ტომიო (ქართულად არ ვიცი) Thymus vulgaris or Common Thyme
მწვანე სალსისთვის: 
რამოდენიმე ტოტი ოხრახუშI, 2 კბ. ნიორი. 150 მლ. ზეითუნის ზეთი , მარილი და თეთრი ღვინის ძმარი.
ჯერ მწვანილი და ნიორი დავაბლანდოთ სპ. ელექტრო მანქანით, შემდეგ შევურიოთ დანარჩენები და დავაბლანდოთ ისე რომ წმინდა პიურესავით გაკეთდეს.

ძალიან კარგია ეს Fევზეულებისთვის, ხორცისთვის, ბოსტნეულისტვის...
თევზის მომზადება:

თევზს გავაცალოთ ქერცლი, მოვაჭრათ ფრთები (თუ რაც ქვია... ) ზევიდან და გვერდებიდან,ამოვაჭრათ ლაყუჩები ,და კარგად გავრეცხოთ.
ოქროს თევზი არომატული რომ გამოვიდეს, ლაყუჩების ადგილას ჩავუტენოთ ტომიიოს რამოდენიმე ტოტი.
მე ნედლი არ მქონდა და ხმელი ჩავაყარე.
ჟარონაზე დავყაროთ მარილი დაახლოებით 1.5, სმ ის სიმაღლის ძირი გავუკეთოთ.
დავნამოთ წყლით
დავაწყოთ თევზი და დავაყაროთ დანარჩენი მარილი, ისე რომ კარგად და მთლიანად დაიფაროს.ისევ ხელმეორეთ დავნამოთ წყლითსანამ გაზქურაშI შევდგავდეთ, შეგვიძლია თევზის თვალის ადგილი დავტოვოთ ღიად,იმისთვის რომ მივხვდეთ მისი მომზადების დრო. შეგვიძლია არც დავტოვოთ..
შევდგათ უკვე გახურებულ ღუმელში (200 გრ.) 40 წთ.(მე მეტი დრო დავტოვე).
გამოვიღოთ და ასე 15-20 წთ ვტოვებთ მარილშიშემდეგ ფრთხილად ვტეხთ მარილს , მარილი საკმაოდ მაგარია, ჩანგლის ან სხვა წვეტიანი საგნის დაჭერითა და ზევიდან სიმძიმის დარტყმით გავტეხოთ რამოდენიმე ადგილას მარილი,
ვეცადოთ რომ თევზი არ დაზიანდეს, რომ მარილი არ შეეხოს,
გადავიტანოთ თევზი ცალკე, ავაძროთ ფრთხილად კანი, თითქმის თავისით ძვრება , შემდეგ ხორციც ავაცალოთ და ცალკე თეფშზე გადავითანოთ.ხერხემალი ავაცილით და მეორე მხარეც თეფშზე გადავიტანოთ.

გარნირად ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული.

ზევიდან მოვასხათ მწვანე სოუსი.

 ტომიო ბეგქონდარა ქვია ქართულად.

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze