Pages

სუში


სუშისათვის იყენებენ ნორის ფურცლებს (ნორი ერთგვარი წყალმცენარეა ) მოხარშულ ბრინჯს (სასურველია სუშის ბრინჯი მაგრამ მე ჩვეულებრივს ვიყენებ), თევზს ან კიბოჩხალას, ბოსტნეულს. მე თქვენ გეტყვით რომ ნორი სულაც არაა აუცილებელი, სამაგიეროდ შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად მოხარშული კომბოსტოს, ან დარბილებული სალათის ფურცლები - მე ასე ხშირად გამიკეთებია

ვაკეთებთ ასე: 1.ფურცელი დადეთ მაგდაზე და ზედ დაადეთ ბრინჯი ისე რომ ფურცლის ზემოთ ერთ სანტიმეტრამდე დარჩეს უბრინჯოდ. ბრინჯი ფურცელზე კარგად გადაანაწილეთ და ოდნავ დაპრესეთ.

2. ბრინჯს ზემოდან დააადეთ რაც გაქვთ - ცოცხალი თევზის ნაჭრები, ჩხირებად დაჭრილი ბოსტნეული და ა.შ. მე მქონდა მხოლოდ ხიზილალა და სალათის ფოთლები. (მაიონეზიც უნდა მაგრამ არ მქონდა და არ წავუსვი)

. გადაახვიეთ ფურცელი რულეტისავით, თან ხელით ცოტა დაპრესეთ რომ კარგად შეიკრას. შემდეგ დაჭერით ძალიან ბასრი, სველი დანით.

სუში როგორც წესი იჭმევა სოიას სოუსით და ვასაბის კრემით. მე არცერთი არ მქონდა ამიტომ კეტჩუპით მივითვი :D

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze