Pages

ორაგულის გამოყვანა


გაყინული ორაგული (სიომგა ყველას ჯობია) გავალხვოთ, გავჭრათ ზურგზე და ამოვაცალოთ ხერხემალი ფხებიანად, ანუ ფილე ამოვიღოთ, ბასრი დანით გავაზალოთ კანი, დავჭრათ დაახლოებით 3X5სმ ტოლ ნაჭრებად და ჩავაწყოთ მინის, ამ მომინანქრებულ ჭურჭელში. გავაკეთოთ თბილი მარილწყალი - 1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი + 1 ჩაის კოვზი შაქარი + 1 სავსე სუფრის კოვზი მარილი. დავასხათ თევზს და თავდახურული გავაჩეროთ 24 საათისიგრილეში . შემდეგ ტილოთი შევაშროთ თევზი, წითელი დაფქვილი წიწაკა და მარილი მოვაყაროთ, ჩავაწყოთ ჭურჭელში და დავასხათ ზეთი. 3 დლის შემდეგ მიირთვით

 

გრავლაქსი - მარილში გამოყვანილი ორაგული  http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1728

1 კგ ორაგულის ფილე (კანიანად)
2 სავსე ს.კ. მსხვილი მარილი
1 ს.კ. შაქარი
კამის რამდენიმე ღერო
წითელი ან შავი(ახალდაფქული) პილპილი(გემოვნებით)
კამის თესლი (მე არასდროს გამომიყენებია )
მომზადების წესი
თუ მთლიანი თევზი შეიძინეთ,ფილეს მომზადება თავად მოგიწევთ. დაგჭირდებათ ბასრი დანა, ზურგზე სიგრძეზე ჩაჭერით თევზი, შემდეგ კი ხერხემლის გაყოლებაზე ააჭერით ფილე, ამოაცალეთ ხერხემალი მეორე ნაწილსაც. თითების მსუბუქი დაჭერით შეამოწმეთ, თუ სადმე ფხა დარჩა , ამოაცალეთ. კანს ნუ ააჭრით, რადგან ასე უკეთ ინარჩუნებს ფორმას, მისი მოცილება უშუალოდ მირთმევის დროს, დაჭრისას უფრო ადვილია.
მარილი, შაქარი და პილპილი (ან დაფქული წითელი წიწაკა) ერთმანეთში აურიეთ და ხელით კარგად შეაზილეთ ორაგულს შიდა მხრიდან. კამა გნებავთ დაჭერით და ისე მოაყარეთ (ნორვეგიაში სწორედ ასე ამზადებენ), გნებავთ მთლიანი ღეროები დაადეთ ფილეს. მე მთლიან ღეროებს ვადებ ხოლმე, რადგან არ მინდა თევზს ძლიერი არომატი გადაეცეს.
ფილეს ორივე ნაჭერი მჭიდროდ დაადეთ ერთმანეთს კანით გარეთ, ისე რომ მარილიანი მასა და კამა შიგნით მოექცეს, მჭიდროდ გადაახვიეთ სუფთა ტილოში (თუმცა გაითვალისწინეთ, ამ ტილოდან სუნის მოშორება ძალიან, ძალიან გაგიჭირდებათ) ჩადეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელში, დააფარეთ თავზე და მინიმუმ 24 სთ, ისე კი სასურველია 2-3 დღე შედეთ მაცივარში.
თევზი ზედმეტ სითხეს გამოუშვებს, მარილის და სხვა არომატების საკმარის დოზას აიღებს და უკვე შეგიძლიათ მიირთვათ კიდეც :) სუფრაზე მიტანის წინ თხლად დაჭერით ბასრი დანით, კანის გარეშე, უგემრიელესია ბაგეტის (ან სხვა გემრიელი პურის ) თხელ ნაჭერზე კრემ-ყველით, კიტრის ნაჭრით და ცოტაოდენი ხიზილალით ან მის გარეშე. შეგიძლიათ მოამზადოთ რულეტები, სალათები, ბუტერბროდები, ან სულაც კარაქიან პურზე დაადოთ და დილის საუზმე ნამდვილ სიამოვნებად აქციოთ :) რაც უფრო ცხიმიანი და კარგი თევზით მოამზადებთ, მით უფრო გემრიელი გამოვა, პირში დნება, როგორც იტყვიან :)
დამატებითი ინფორმაცია
პ.ს. როგორც უკვე იცით, მიყვარს რეცეპტების გადაკეთება. ეს რეცეპტიც ბევრჯერ და სხვადასხვა ინტერპრეტაციით გამიკეთებია. მინდა თქვენც გაგიზიაროთ, თუნდაც ბევრი თვლიდეს რომ ეს გრავლაქსი აღარ იქნება. მე ფილეს ლიმონის წვენს ვასხამ, კამასთან ერთად კი შუაში რამდენიმე დაფნის ფოთოლს ვაყოლებ. ასევე ძალიან მომწონს და ვამატებ ცოტა გამხმარ როზმარინს, ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ, ძალიან მძაფრი სუნელია. ტილოში არ ვახვევ, რადგან ერთხელ ვცადე და ტილო გადასგდები გამიხდა :( უბრალოდ საშუალო ზომაზე ვჭრი, მჭიდროდ ვადებ ერთმანეთზე ზემოთ აღწერილი მეთოდით, ვალაგებ ღრმა ემალის (ან მინის) ქვაბში და ზემოდან სიმძიმეს ვადებ, თავზე ვახურავ და მაცივარში ვაჩერებ. ყოველთვის 1 კგ-ზე მეტს ვამზადებ ხოლმე, ვახვევ საკვებ ცელოფანში და ვინახავ საყინულეში. მოხმარების წინ ნახევრად გამლღვალ მდგომარეობაში ძალიან კარგად იჭრება თხელ ნაჭრებად. ორაგულის მომზადების მეორე მეთოდიც არსებობს: ზეთში. ეს , რა თქმა უნდა გრავლაქსი აღარ არის. მე ეს მეთოდიც გამომიყენებია და გეტყვით რომ ცუდი არ არის, თუმცა თევზი გემოს და ხასხასა ფერს ნაწილობრივ კარგავს. ასევე უფრო ხანგრძლივიცაა, დაახლ.4 დღე. რეცეპტის ამსახველი ეტაპობრივი ფოტოები არ მაქვს სამწუხაროდ. როცა კიდევ გავაკეთებ, აუცილებლად გადავუღებ და დავურთავ ამ რეცეპტს. და ბოლოს: თუ მთლიანი ორაგული შეიძინეთ, თავს, ხერხემალს და სხვა წვრილ-წვრილ ხორცის ანათლებს ნუ გადაყრით, მისგან არაჩვეულებრივი თევზის წვნიანის მომზადება შეიძლება ბირჯით, სტაფილოთი და სხვა სასურველი და შესაბამისი ბოსტნეულით. ბოლოს კი ცოტა ფორთოხლის ცედრა ჩაამატეთ, ძალიან კარგ არომატს შესძენს სუპს :

ჩემი (rtuli) სწრაფად მოქმედი რეცეპტი ასეთია :
1 კილო ფილეზე(არ გაატყაო ) +1,5 ს.კ.მარილი+1 ჩ.კ.შაქარი+25-30მლ.კარგი კონიაკი ...ეს ინგრედიენტები აურიე და გადაუსვი თევზსს,გადააფარე საჭმელი პარკი და 24 საათში მზად იქნებ

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze