Pages

ლუდში მოშუშული კეფალი


800 გრ კეფალი, 
400 მლ ლუდი, 
100 მლ ღვინის ძმარი, 
50 გრ ქიშმიში, 
60 გრ კარაქი, 
ლიმონის ცედრა, ოხრახუში, პილპილი, მარილი – გემოვნებით. 
მომზადებული ანუ გამოშიგნული თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ ულუფებად, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, მოვასხათ ძმარი და გავაჩეროთ 1 საათი. 
ქვაბში ჩავასხათ ლუდი(სასურველია Budweiser), დავამატოთ კარაქი, წამოვადუღოთ, ჩავალაგოთ თევზი, დავამატოთ გარჩეული და გარეცხილი ქიშმიში და წვრილად გახეხილი ცედრა. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში. 
თევზი გადავიტანოთ ღრმა სინზე, მოვასხათ სოუსი, რომელშიც იშუშებოდა, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ...
ქიშმიშის ნაცვლად დაფნის ფოთოლს და "დუშისტი პერეცას" ვუშვები ხოლმე

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze