Pages

მარილში გამომცხვარი თევზი


შედარებით მოზრდილი თევზი გამოიყენება დაახლოებით 1 კილოიანი. მაგალითად, ქორჭილა კარგია, ძალიან კარგია Sea Bass. ქართულად არ ვიცი, რა ჰქვია. ორაგულიც შეიძლება, მაგრამ ისე კარგი არ გამოდის. ასევე გვჭირდება დაახლოებით 2 კილო უხეში მარილი. აქეთ სპეციალური მსხვილმარცვლიანი ზღვის მარილი იყიდება ამ საქმისთვის, მაგრამ “არასპეციალურიც” ვარგა.
თევზს გამოვშიგნავთ, კარგად გავრეცხავთ და ხელსახოცის ტიპის ქაღალდით შევამშრალებთ. მუცლის ღრუში ვდებთ 3-4 ოდნავ გაჭყლეტილ მთლიან ნივრის კბილს (წვენი რომ იოლად გამოუშვას). თუ გვაქვს როზმარინის პატარა ტოტი, მისწრებაა. მაგრამ შეიძლება სხვა მწვანილიც. კამა არ მიცდია. ოხრახუში მიდის. არაჩვეულებრივია სალბი (“შალფეი”) ან “ტიმიანი” (ლათინურად Thymus). ოღონდ ყველაფერი არ შეიძლება, მხოლოდ ერთ-ერთი შევარჩიოთ! გარდა ამისა მუცლის ღრუში ვაყრით შავ პილპილს, მარილს და ცოტა ზეითუნის ზეთს.
აირღუმელის თუნუქის ფურცელზე ვყრით მარილის დაახლოებით 1,5-2 სმ სისქის ფენას. მასზე ვდებთ თევზს და ზემოდანაც ვაყრით მარილს. მარილი ოდნავ უნდა დავასველოთ წყლით და ეს პროცედურა უფრო გაადვილდება. თევზი მთლიანად უნდა დაიფაროს. მერე 30 წუთით ვდგამთ აირღუმელში 200°-220°-ზე. როცა გამოვიღებთ, თევზის გარშემო მარილი გაქვავებული იქნება. ფრთხილად მოვაცალოთ მარილი და თევზს კანი მოვაცალოთ და ძვლებისგან გავასუფთაოთ. ფილე დავაწყოთ თეფშზე და სულ ცოტა ზეითუნის ზეთი მოვაპკუროთ. შეიძლება ლიმონიც. ზეთი უნდა იყოს მსუბუქი, სიცილიურ ან კრეტულ მძაფრი გემოს ზეთს არ ხმარობენ, თევზის გემო რომ არ “დაჩაგროს”. ამ წესით მომზადებულ თევზს სპეციფიკური (ფანტასტიური!) გემო აქვს. შეიძლება მასთან ერთად მსუბუქი სალათის მირთმევა. 
შეგარგოთ! 

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze