Pages

ორაგულით ფარშირებული შებოლილი გველთევზა


ხელმისაწვდომობის თვალსაზრისიდან გამომდინარე გველთევზა შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი თეთრი თევზით, ორაგული კონსერვირებულიც მშვენივრად მიდის, ან შეიძლება სხვა რომელიმე წითელი თევზი.

მოგრძო კონუსისებურ ფორმაში ჩავაფინოთ ფოლგა ან მარლა და ჩავდოთ ორი მოგრძო ნაჭერი შებოლილი თეთრი თევზის ფილე ( დაახლოებით 300 გრ ). 

ფარში მზადდება 400 გრ წითელი თევზის ფილე + 2კვერცხი + 100 გრ არაჟანი და დაფქული ორცხობილა (/ ქატო), მარილი, მსხვილად დაფქული შავი წიწაკა, ჯავზი.
ამ მასით ამოვავსებთ თეთრი თევზით "ამოგებულ" ფორმას. ვაცხობთ 130 - 150 გრადუსზე 20- 25 წთ.

0,5 კგ პამიდორს გავაცალოთ კანი და ვერტიკალურად გავჭრათ 4 ნაწილად. გამოვაცალოთ თესლი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ეს პამიდვრები ფრთხილად ჩავდოთ ცოტა მარილი და რეჰანი დავუმატოთ. მოვშუშოთ ისე რომ ფორმა არ დავუზიანოთ. გადავიტანოთ ცალკე ჯამში. პამიდვრის მოთუშვიდან დარჩენილი ზეთს + 1 ლიმონის წვენი დავტოვოთ ტაფაზე. ამაში მერე ალადიკებს გამოვაცხობთ

ალადიკებისთვის კანიანად მოვხარშოთ (ისე რომ მთლად ბოლომდე მოხარშული არ იყოს) 2 კარტოფილი. გავფრცქვნათ და გავხეხოთ სახეხის დიდ თვლებზე.
150 გრ წვრილად დაჭრილი ლორი და 1ცალი ხახვი მოვბრაწოთ. 
ავურიოთ გახეხილ კარტოფილთან, შევანელოთ და მრგვალი ალადიკებივით გამოვაცხოთ იმ ლიმონიან ზეთში რომელიც დაგვრჩა პამიდორის მოთუშვის შემდეგ.

ფორმიდან ამოვიღებთ თევზეულს და დავჭრით რულეტივით და დავდებთ პამიდვრებზე. გვერდებს ალადიკებით დავუმშვენებთ ცოცხალი მწვანილით მოვრთავთ.

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze