Pages

კალმახი ნუშის სოუსით


კალმახს გავასუფთავებთ , შუაზე გადავხსნით და ფხას ამოვაცლით (ყველაზე საწვალებელი ეგ არის ). ტაფაზე შევწვავთ ორივე მხრიდან, ოღონდ ძალიან სტრაფად რომ არ გამოშრეს და ცხიმისგან კნაწუნა ქერქი არ გაიკეთოს.
სოუსი:
250გრ არაჟანი
2 ს/კ თეთრი ღვინო,
10-15 ცალი ნუში
მარილი
ნუშს დავასხავთ მდუღარე წყალს და გავაჩერებთ 1,5 საათი. გავფცქვნით და დავჭრით (როგორც გოზინაყის ნიგოზს).
არაჟანს შევურევთ ნუშს, ღვინოს და მარილს. 
ამ მასას მოვუსმევთ შემწვარ კალმახს და 10-15 წუთით შევდგავთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. თევზმა და სოუსმა ღუმელში ფერი არ უნდა შეიცვალონ და არ უნდა გომოშრეს.
ეს რეცეპტი ბულგარეთში ერთი რესტორნის შეფმზარეულს გამოვტყუე, ყოველ დღე დავდიოდი ამის საჭმელად და ალბათ მაგიტომაც მომცა 

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze