Pages

ორაგულის ფილე ზიეთუნის ზეთში, ფოლგაში


იღებთ ახალი ორაგულის ფილეს (რაც შეიძლება დიდი თევზი უნდა იყოს, დიდი და "ბებერი" ორაგული, ან ე.წ. "კეთილშობილი ორაგული" - იგივე სიომგა , რომელსაც უკვე დადებული აქვს ქვირითი, მაშინაა ის გემრიელი და ვარდისფერი, (ეს მნიშვნელოვანია! ანუ 5 წლის ასაკის მაინც უნდა იყოს, მანამდე - ნაცრისფერ-ვერცხლისფერი ადევს ხორცს). ერთი სიტყვით, Pink Salmon უნდა იყოს, რასაც ჰქვია - ეს პრესტიჟული თევზი რაც უფრო ბებერი და დიდია, მით უფრო გემრიელია.

დაჭერით ნაჭრებად, მე ერთი 150-200 გრამიანი ნაჭრის მაგალითზე გეტყვით პროპორციას. კანი თუ მოჰყვა, არ მოაცალოთ, კარგად გარეცხეთ.

მოჭერით კაი მსხვილი ნაჭერი ალუმინის ფოლგის, ისეთი, რომ პირს რომ შეუკრავთ, ალუმინის ამ "პარკში" სხვა რამეებიც ჩაეტიოს.

ფილეს ნაჭერს მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი (ზოგი იტყვის, თევზს რაღა მარილი უნდაო, მაგრამ კეთილშობილ თევზს - უნდა ), ჩადეთ ფოლგაში და შიგ ჩაუმატეთ (ქვემოდან და ზემოდან ამოუდეთ: 2-2 ნაჭერი ლიმონი, 2 ც.დაფნის ფოთოლი, 2-3 კაკალი სურნელოვანი პილპილი, დააყარეთ ცოტა ძალიან წვრილად დაჭრილი პეტრუშკა (ქვეშ ჩაუფინეთ და ზემოდანაც)+ კიდევ უფრო ნაკლები ქინძი,

პარალელურად, გააკეთეთ შამპინიონის ჟულიენი (შეხრაკეთ ხახვი ზეითუნის ზეთში (ძვირია, მაგრამ თქვენ ექსკლუზივ კერძს ითხოვთ ) და ჩაყარეთ გასუფთავებული, სასურველია წვრილი, ანდა დაჭრილი შამპინიონები. დააყარეთ შავი პილპილი და მარილი და ხრაკეთ, რომ მომზადდება, დაასხით არაჟანი (ქართულად - სმეტანი ) და წამოადუღეთ კიდევ 5-6 წუთი. მერე ხუფი დაახურეთ და თბილად შეინახეთ.

პარალელურად, მოხარშეთ გაფრცქვნილი კარტოფილი საშუალო ნაჭრებად დაჭრილი. დააჭერით კამა (წვრილად), დააპკურეთ ზეითუნის ზეთი, დააყარეთ მარილი.

პარალელურად: გააკეთეთ seafood sauce, ანუ მაიონეზი (ხარისხიანი!) ათქვიფეთ 1/1-ზე ა რ ა ტ კ ბ ი ლ კეტჩუპში და უყავით ცოტა (ერთი ბეწო წითელი წიწაკა).

ამას ყველაფერს რომ მორჩებით, დაუბრუნდით თევზს, რომელიც აქამდე მაცივარში უნდა იდოს, ფოლგაში. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი (200 გრამზე 1 სუფრის (სტოლის! ) კოვზი, გვერდებში შემოუწყეთ მარილიან მდუღარეში უარაფროდ მოხარშულო დაჭრილი სტაფილო, ფრანგული გაროშეკი (უფრო ნაზია, ბულგარულს სჯობს!) და ყვავილოვანი კომბოსტოს, ან ბროკოლის ტოტი (ყვავილი?), რამხელაც გესიამოვნებათ და რაც ფოლგაში ჩაეტევა. 

მერე შეკარით ფოლგა, რაც შეიძლება უფრო გერმეტულად, ადგილი ბლომად დატოვეთ ცარიელი, რომ გამოვიდეს "ტომარა" და დუღილის დროს წვენი რომ არ გადმოვიდეს.

შედგით ეს ფოლგიანი ორაგული უკვე მაგრა გახურებულ აირღუმელში, მაგრამ როგორც კი შედგამთ, ცეცხლი ეგრევე გაანახევრეთ და შეამცირეთ.

უნდა იდოს აირღუმელში 20-25 წუთი, საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე.

გამორთეთ ღუმელი, გამოიღეთ ფოლგა და....

დიდ თეფშზე დააწყვეთ: გვერდით, მარჯვნივ კიდეზე - მოხარშული კარტოფილი, კამაწაყრილი, დააპკურეთ ზეითუნის ზეთი (გრძელ რიგად). მერე გრძელ გასწვრივ რიგად (თეფშის ცენტრისკენ) დადეთ აწ უკვე ცოტა შედედბული მაგრამ ცხელი ჟულიენი. მერე გადმოდეთ თეფშზე ფოლგის შიგთავსი, რომელმაც მისი ცენტრი და მარცხენა კიდე უნდა დაიკავოს (შუაში - ფილე, მერე - გაროშეკი, ბროკოლი და სტაფილო). ბოლოს გადაასხით თევზს seafood sauce , რომელიც ჩამოჟონავს და სხვა გარნირს შეუერთდება, მაგრამ ეგ არაფერი - კარგია 

დასაყოლებელი – რამე ცნობილი აპელასიონის ფრანგული შარდონე, შაბლი, ან შამპანიური (ბრიუტი!)

მიირთვით, რა თქმა უნდა, ცხლად და ღმერთმა შეგარგოთ.

P.S. ხო, თუ მართლა ნამეტანი პრო%ში ვარდის გარჭობა გინდათ (უხეში ნატურალიზმისთვის ბოდიშ ), ფოლგა არ გახნათ, ისე დადეთ და მიართვიათ სუფრაზე, ხოლო seafood sauce ცალკე პატარა თასით მიართვით - ასე კერძი ბევრად უფრო პიკანტური იქნება, თუმცა ფოლგა ლამაზად და საქმის ცოდნით უნდა იყოს შეხვეული

ხო, დააკვირდით: თუ ჭამის დროს ფილე "გარმოშკასავით" იშლება ბრტყელ, საკამოდ მკვრივ ვარდისფერ "ფოთლებად", მაშინ მიზანი მღწეულია - "კულინარიული შედევრი" გამოგსვლიათ, 



წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze