Pages

ზღვის პროდუქტების ცხელი სალათა 'ბიორიცი'


საჭიროა:
1. კალმარი, პატარა და საშუალო ზომის 8-15 სმ სიგრძის, დაახლოებით 8-10 ცალი.
2. შრიმები, ანუ კრევეტები 10-15 ცალი.
3. ჯინჯერი ანუ ჯანჯაფილი - 3-5 სმ სიგრძის;
4. ნიორი - 1-2 კბილი;
5. ლიმონი - 1 საშუალო ზომის თავი;
6. ბაზილის ფოთლები - 1 ან 2 კონა, ან რეჰანის ფოთლები.
7. თეთრი მშრალი ღვინო 100 მლ/ლ
8. ზეითუნის ზეთი - 1-2 სუფრის კოვზი;
9. ფართე ძირიანი ტაფა.
მომზადება:
1. კალმარები გაასუფთავეთ,; ერთი ხელი კალმარის კუდს მოკიდეთ, მეორე კი თავს და გაქაჩეთ სხვადასხვა მიმართულებით. თავს წააჭერით "შიგნეულობა" და ფეხების, გადაშლილი თავის მხარე შეინახეთ, ანუ თავის მხარე გადაჭერით "თვალების" ზემოთ და მხოლოდ საცეცები შეინახეთ. ეხლა "მუცლის" დამუშავება - გამოაძვრინეთ გამჭირვალე ხრტილოვანი ნაწილი და გადააგდეთ. შემდეგ შიგნიდან გამორეცხეთ ეს ტომარა.
2. შრიმები გაასუფთავეთ; ანუ წააცალეთ ტანისა და თავის ნაწილი და დატოვეთ მხოლოდ კუდი. კუდიც გასუფთავეთ რქოვანი ნაწილისაგან.
3. ჯინჯერი გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით ძალიან წვრილად, არ დახეხოთ, რადგან ასე შეიძლება დაიწვას ან "ჩაიკარგოს"
4. ტაფა გააცხელეთ (დაბალი ცეცხლია საჭირო) და ჩაასხით ზეთი, მალევე ჩაუშვით ჯინჯერი და ნიორი.
5. 1-2 წუთში ჩაუშვით კალმარები და მალევე, 2 წუთში დაახლოებით ჩაუშვით კრევეტები, მოაყარეთ მარილი და მოასხით ლიმონის წვენი. მოურიეთ და დაასხით ღვინო, ისევ მოურიეთ. დაახურეთ თავზე.
6. როცა კრევეტები შევარდისფერდება (თუ უკვე მზა გაქვთ - შეთბება) დაუმატეთ ბაზილი და გამორთეთ ცეცხლი.

რამდენიმე წუთში გადმოიღეთ ისე, რომ წვენი ტაფაში ჩარჩეს, დარჩენილ სითხეს დაუმატეთ ღვინო (თუ სითხე ცოტაა) და კარტოფილის ფქვილი - ცოტა რაოდენობით. შედგით ცეცხლზე და ურიეთ, მანამ სანამ სითხე არ გადახევრდება. ეს სოუსის რეცეპტიც.

პ.ს. ყველაზე მთავარი - ძალიან ძნელია იმ მომენტის შერჩევა, როცა კალმარები მზადაა, თუ ოდნავ ზედმეტი მოუვიდა - გამაგრდება და რეზინასავით იქცევა, ანუ გამოდის რომ კერძი გაფუჭდა. ამიტომ, სასურველია დაბალი ცეცხლი და ხშირად გასინჯვა - ან თითებით ან კბილებით

wink.gif

კალმარი უნდა იყვეს რბილი და შიგნიდან თითქოს ონდავ უმი.

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze