Pages

სიმინდის ფუჩეჩში გამომცხვარი თევზი


კალმახის 4 ფილე, ანუ 2 კალმახი

100-120 გ მოხარშული სიმინდი

1/2 წითელი ბულგარული წიწაკა

1 თავი წითელი ხახვი

1 ლიმონი

1 ს.კ. კარაქი, დარბილებული

4-5 ღერი ოხრახუში

მარილი და პილპილი

სიმინდის ფუჩეჩები შესაფუთად
მომზადების წესი

ყველაფერი იწყება იმით, რომ უნდა იყიდოთ ფუჩეჩიანი სიმინდი, მოხარშოთ, ფუჩეჩი კი გარეცხოთ და შეაშროთ. ისეთი ფოთლები შეარჩიეთ, განიერი და საღი რომ იყოს.

შემდეგ კალმახს ფილე უნდა ააჭრათ და ზედმეტი ფხებისგან გაასუფთავოთ.

ლიმონს აახეხეთ ცედრა, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი და შეურიეთ დარბილებულ კარაქს. ლიმონი კი გაჭერით და თევზს მოასხით წვენი. შედეთ მაცივარში და მოამზადეთ ბოსტნეული.

როგორც ვთქვით, სიმინდი წინასწარ მოხარშული უნდა გქონდეთ. გამოარჩიეთ მარცვლები ან პირდაპირ დანით ჩამოაჭერით, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და წიწაკა. გახეხილი სტაფილოც შეიძლება, თუ სურვილი გაქვთ.

თევზი მოათავსეთ სიმინდის ფუჩეჩზე. თუ ფუჩეჩები ფიწროა, რამდენიმე დადეთ ერთმანეთზე კიდეებით. მოაყარეთ მარილი და პილპილი, შეაზილეთ კარაქი, დაფარეთ ბოსტნეულის მიქსით და შეფუთეთ. ზემოდან ცოტა ზეითუნის ზეთიც მოასხით. ძაფით შეკარით, რომ არ დაიშალოს და 200 გრადუსზე 15 წუთი აცხვეთ.

შემდეგ გამოიღეთ, ცოტა შეაგრილეთ და გემრიელად მიირთვით, ისიამოვნეთ უნაზესი, წვნიანი თევზის ფილეთი და ხრაშუნა ბოსტნეულით

წყარო  ბეჭდვა


თევზეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze