Pages

საზამთროს საზეიმო კრიუშონი


10-12 კაცზე მზადდება შემდეგნაირად:

მსხვილ საზამთროს (თვალით გათვალეთ რამდენად დიდი გჭირდებათ - ალკოჰოლური განცხრომის მსურველთა რაოდენობას გააჩნია ) ცალ მხარეს აჭრით თავს (არ გადააგდებთ), სუფრის კოვზით ან დანით მთლიანად ამოიღებთ შიგთავსს ცალკე სინზე და შეინახავთ მაცივარში. შემდეგ ცარიელ საზამთროში ყრით მსხვილ კუბიკებად დაჭრილ ატამს, ამატებთ ცოცხალ ალუბალს ან ალუბლის კომპოტს ალუბლიანად, ანანასის კუბიკებს (ან ანანასის კომპოტის წვენს კუბიკებიანად), შეგიძლიათ დაუმატოთ კივი, ოღონდ ცოტა, გემო/არომატის მისაცემად. 
მერე ასხამთ შამპანიურს, კონიაკს (1 ბოთლ შამპანიურზე 200 გრ. კონიაკი), დააცლით კურკებს და უკან საზამთროში აბრუნებთ მსხვილ კუბიკებად დაჭრილ საზამთროს გულს (დანარჩენი შეგიძლიათ მიირთვათ ან გადაყაროთ ), უმატებთ ყინულის კუბიკებს, ურევთ, ახურავთ ხუფს (ანუ იმ მოჭრილ თავს) და დგამთ მაცივარში 2-3 საათით (თუ მეტი ხნით, მთლად უკეთესი, მაგრამ ღამით არ დატოვოთ). მერე გამოდგით და მიირთვით დიდი, კოქტეილის ჭიქებით 

ახლა უკვე, რახან ალუბალი გადასულია, ალუბლის კომპოტი გირჩევნიათ (გერმანული, პოპულიში ყრია).

ყველა ინგრედიენტი გემოზე. იცოდეთ, რომ ისმევა მსუბუქად და სასიამოვნოდ, მაგრამ ათრობს მაგრად! 

თან გაითვალისწინეთ, რომ მთავარია პროდუქტის ხარისხი: საზამთრო უნდა იყოს ტკბილი და წვნიანი, ატამი უნდა იყოს მწიფე და სურნელოვანი, სასურველია სახეჩი, შამპანიური კარგი ბრიუტი, კონიაკი ფრანგული, ალუბალი - შპანცკი

წყარო  ბეჭდვა


არაალკოჰოლური სასმელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze